20-წლამდე ნაკრების პირველი შეკრება
30 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით პირველ შეკრებას ჩაატარებს საქართველოს 20-წლამდე ნაკრები. ვასილ მაისურაძემ ახალგაზრდული ნაკრებისთვის საინტერესო ფეხბურთელები შეკრიბა და ვარჯიშის გარდა, ერთ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებს. 3 სექტემბერს საქართველოს 20-წლამდე ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „საბურთალოს“ გაეჯიბრება.
ვასილ მაისურაძემ პირველ შეკრებაზე ეს ფეხბურთელები მიიწვია:
მეკარეები: ნიკა ქავთარაძე (ვიტ ჯორჯია), ლევან ისიანი (გაგრა);
მცველები: ნიკა ყურშავიშვილი (ცხინვალი), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), დავით კიკალიშვილი (დინამო თბილისი), ბექა ნიკოლაშვილი (საბურთალო);
ნახევარმცველები: ლუკა ბაკურაძე (საბურთალო), ლუკა ვარძელაშვილი (ლოკომოტივი), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბათუმი), თორნიკე დაგარგულია (შუქურა), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), თემურ ჩოგაძე (დინამო ბათუმი), ერეკლე მალაზონია (შუქურა), საბა ნადირაძე (ცხინვალი);
თავდამსხმელები: ლაშა ლეჟავა (ცხინვალი), გიორგი გოგილაშვილი (შუქურა), ზაურ კერელეიშვილი (დილა), გიორგი მუზაშვილი (ცხინვალი).
Gff.Ge