20 წლამდელები ალაფაზე მიემგზავრებიან
ე, მენეჯერი ოთარ იაშვილი.
ჰონგ-კონგი
ხვალ, 1 აპრილს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ჰონგ-კონგში გაემგზავრება, სადაც IRB 20 წლამდელთა მსოფლიო ალაფაზე მიიღებს მონწილეობას. ტურნირი 7-19 აპრილის ჩათვლით ჰონგ-კონგის საფეხბურთო კლუბის (Hong-Kong Football Club) სტადიონზე გაიმართება.
20 წლამდელებმა ამ ტურნირზე მონაწილეობის უფლება შარშან, პორტუგალიაში FIRA AER-ის 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში გამარჯვებით მოიპოვეს, როდესაც ტურნირის ფინალში ბელგიელ თანატოლთა ნაკრები დაამარცხეს.
20 წლამდელებმა შეკრება შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გაიარეს. მომზადების პერიოდში მათ ორი მატჩი გამართეს უმაღლესი ლიგის კლუბ ‘არმიასთან’ და სპარინგი გამართეს უმაღლესი ლიგის კლუბების ნაკრებთან.
მსოფლიო ალაფა
2014 წლის ალაფაზე გუნდები A და B ჯგუფებად არიან დაყოფილნი. საქართველოს ნაკრები A ჯგუფშია განთესილი, სადაც მათ აშშ-ს, ტონგას და მასპინძელი ჰონგ-კონგის ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზებს.
აღნიშნულ ტურნირში გამარჯვების შემთხვევაში 20 წლამდელები გაისად IRB ახალგაზრდულ მსოფლიო თასზე მონაწილეობის უფლებას მიიღებენ.
კომენტარი
დავით ვართანიანი, U20 ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „დავასრულეთ შეკრება და მივემგზავრებით მსოფლიო ალაფაზე. ჩვენ გეგმას ამ ტურნირში გამარჯვების მოპოვება წარმოადგენს. მოსამზადებელმა პერიოდმა კარგად ჩაიარა, სერიოზული ტრავმები არ გვაქვს. ბიჭები კარგად არიან მომზადებულები და კარგ ფორმაში იმყოფებიან.
„ჩვენს ქვე-ჯგუფში ყველა მოწინააღმდეგესთან შეხვედრას ინდივიდუალურად მივუდგებით. მათზე მეტ-ნაკლებად ვფლობთ ინფორმაციას. პირველივე თამაში ტონგასთან გვაქვს, რომელიც საკმაოდ ძლიერი მეტოქეა. ჩვენ გავიარეთ თამაშების ვიდეო ანალიზი და უკვე შეგვექმნა წარმოდგენა, იმაზე თუ როგორ თამაშობს ტონგა და ის თუ რა უნდა დავუპირისპიროთ მათ. შესაბამისად მოვემზადეთ აშშ-სა და ჰონგ-კონგის ნაკრებებთან სათამაშოთ.
„ახლანდელი 20 წლამდელები, ყოველთვის, 18 და 19 წლამდელობის დროსაც, გამოირჩევიან ხელ და ხელ კარგი თამაშითა და შერკინებისა და ხაზის კარგი შეთამაშებით. აქედან გამომდინარე, თამაშის ეს ახლებული სტილი შენარჩუნდება ამ ტურნირზეც. მინდა ხაზგასმინთ ავღნიშნო, რომ ბიჭებმა ბევრი იმუშავეს საკუთარ თავზე, რათა გამოასწორებინათ ყველა ის ხარვეზი, რომელმაც შეკრების დროს იჩინა თავი.“
A ჯგუფის მატჩების განრიგი
მოეცემულია საქართველოს დროით:
ჯგუფური ეტაპი
7 აპრილი, 13:00 საათი, ტონგა – საქართველო;
11 აპრილი, 11:00 საათი, აშშ – საქართველო;
15 აპრილი, 09:00 საათი, საქართველო – ჰონგ–კონგი;
ფინალები
19 აპრილი, 09:00 საათი, A ჯგუფის IV – B ჯგუფის IV; 11:00 საათი, A ჯგუფის III – B ჯგუფის III; 13:00 საათი, A ჯგუფის II – B ჯგუფის II; 15:00 საათი, ფინალი: A ჯგუფის I – B ჯგუფის I
Rugby.GE