20-წლამდელები ალბანეთის წინააღმდეგ
14 ნოემბერს საქართველოს 20-წლამდე ნაკრები პირველ საერთაშორისო მატჩს გამართავს. ვასილ მაისურაძის გუნდი ამხანაგურ მატჩში ალბანეთს უმასპინძლებს. შეხვედრა 15 საათზე დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
20-წლამდელები შეკრებას 8 ნოემბრიდან სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ დაიწყებენ. ალბანელებთან სათამაშოდ კი ეს ფეხბურთელები მოემზადებიან: მეკარეები: ლევან ისიანი (გაგრა), ნიკა ქავთარაძე (ვიტ ჯორჯია); მცველები: დავით კიკალიშვილი (ლოკომოტივი), ზაურ კერელეიშვილი (დილა), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), ლუკა ბერიაშვილი (თელავი), გიორგი ცერცვაძე (ლოკომოტივი), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი); ნახევარმცველები: ბექა ნიკოლაშვილი (საბურთალო), ლუკა ბაკურაძე (საბურთალო), ლუკა ფოჩხუა (შევარდენი), ომარ ბულუხაძე (შევარდენი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბთ), გიორგი წულეისკირი (ლოკომოტივი), ირაკლი ჯავახიშვილი (საბურთალო); თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი (ლოკომოტივი), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი), გიორგი მუზაშვილი (ცხინვალი).
Gff.Ge