20-წლამდელების ღია ვარჯიში
მსოფლიო ახალგაზრდული ალაფისთვის მზადების ფარგლებში 20-წლამდე ბორჯღალოსნები მეოთხე შეკრებას გადიან. ხვალ, 15 აპრილს ჩვენი გუნდი შევარდენზეღია ვარჯიშს გამართავს, რომელიც 17 საათზე დაიწყება. მედია საშუალებების წარმომადგენლებს ვარჯიშზე მისვლა 16:30 სააიდან შეეძლებათ. ტრადიციული ღია ვარჯიშისგან განსხვავებით, ფოტო-ვიდეო გადაღება შესაძლებელი იქნება, მხოლოდ ტრიბუნიდან.
სპარინგ-მატჩი კლერმონის ესპუარებთან
შეკრების მსვლელობისას ჩვენი გუნდი სპარინგ-მატჩს გამართავს ფრანგული ტოპ 14-ის კლერმონის ესპუარებთან. გუნდები ერთმანეთს შევარდენზე 17 აპრილს 17 საათზე დაუპირისპირდებიან.
წინა შეკრებები
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის მოსამზადებელ ეტაპზე, ჩვენმა გუნდმა აქამდე 3 შეკრება გაიარა – წლის დასაწყისში მენტალური გამძლეობის შეკრება ჰქონდათ, შემდეგ იყო თბილისური შეკრება, რომლის ფარგლებშიც მათ ახალგაზრდა ძიუდოისტებთან გამართეს 2 ერთობლივი ვარჯიში, ბოლოს კი მარტის შეკრება შევარდენზე გაიარეს. 20-წლამდელები ალაფამდე უკანასკნელ მთავარ შეკრებას 26 აპრილს გეგმავენ.
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელების ალაფა 2015
ტურნირი ლისაბონში 12 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით გაიამრთება. ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ‘ა’ ჯგუფში ფიჯის, ურუგვაისა და მასპინძელიპორტუგალიის თანატოლთა გუნდების წინააღდეგ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად იასპარეზებენ.
მატჩების განრიგი (საქართველოს დროით):
12 მაისი საქართველო – ურუგვაი 20:00 სთ
16 მაისი საქართველო – ფიჯი 20:00 სთ
20 მაისი საქართველო – პორტუგალია 20:00 სთ
24 მაისს ტურნირის ფინალური რაუნდი გაიმართება 20:00 სთ
ტურნირის განრიგი სრულად>>> http://www.worldrugby.org/tournament/1567/fixtures
ასევე იხილეთ >>>
2015 წლის ალაფისთვის მზადება გრძელდება
20-წლამდელების მორიგი შეკრება ალაფამდე
Rugby.GE