20 წლამდელთა ალაფა, ფინალამდე 48 საათი რჩება

თარიღი: მაისი 23, 2015

24 მაისს მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ალაფის ციებ-ცხელება პიკს მიაღწევს, როდესაც გათამაშების ფინალში ახალგაზრდა ბორჯღალოსნები მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის საგზურის მოსაპოვებლად კანადის თანატოლთა ნაკრებ გუნდს ლისაბონის ესტადიო უნივერსიტარიოზე ერკინება. მატჩი ჩვენი დროით 20 საათზე დაიწყება.

 

საკუთარი ქვეყნის ნაკრების სათავეში ყოფნა დიდი პატივია, რომელიც ბევრს არ ხვდება წილად, ხოლო ისეთი ტურნირს ფინალში, როგორიც მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფაა გუნდის კაპიტნობა, კი უიშვიათესი პატივია. ფინალამდე 48 საათით ადრე მსოფლიო რაგბის ვებ გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში ახალგაზრდა ბორჯღალოსნების კაპიტნამა, ბადრი ალხაზიშვილმა განაცხადა:

 

… უშეცდომოთ თამაში ვერ გამოგვივიდა

 

„სამიდან სამი მატჩი მოვიგეთ და რათქმაუნდა ამ შედეგით და ფინალში გასვლით კმაყოფილნი ვართ, მაგრამ იდეალურად ნადვილად არ გვითამაშია. პირველ შეხვედრაში ჩვენმა ცუდმა დისციპლინამ დაგვაღალატა. ეს განვიხილეთ და გამოვასწორეთ. მეორე შეხვედრაში ფიჯის წინააღდეგ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო და ეს საბოლოო ანგარიშზე აისახა. ხოლო შემდეგ ვფიქრობ, რომ პორტუგალიასთან ზედმეტად მოვეშვით. მასპინძლებმაც საკმაოდ კარგად ითამაშეს. მიუხედავად ამისა, ეს თამაშიც მოვიგეთ.

 

“ვემზადებით კანადის წინააღმდეგ სათამაშოდ და მათი ძლიერი თუ სუსტი მხარეების დადგენის მიზნით ძირეულ ვიდეოანალიზს გავდივართ. თამაშის გეგმსასაც ამის მიხედვით ავაწყობთ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ კარგად დავისვენოთ და კვირისათვის ძალები სათანადოდ აღვიდგინოთ.“

…ლელო ბურთის ქვეყანა ვართ, რაგბი ზედ გამოჭრილია ჩვენთვის

 

საქართველოში რაგბის განვითარების შესახებ დასმულ კითხვაზე ალხაზიშვილმა უპასუხა: „რაგბი დიდ პროგრესს განიცდის საქართველოში. სულ უფრო მეტი მოედანი თუ სტადიონი შენდება, მაგრამ რაც ყველაზე აღსანიშნავია ხალხისგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ.

 

„ქართველებს ტრადიციული კონტაქტური თამაში გვაქვს, რომელსაც ლელო ბურთი ქვია და ბევრი მსგავსება აქვს რაგბთან. შესაბამისად რაგბის ფასეულობები და ხასიათი ჩვენთვის უცხო ნამდვილად არაა. რა გასაკვირია, რომ რაგბი ჩვენზე, მთელს ქვეყანაზე ზედ გამოჭრილი თამაშია. ახლა შესანიშნავი პერიოდია ქართული რაგბისთვის –  ჩვენზე უმცროსი ნაკრებები დიდ წარმატებებს აღწევენ, ეროვნული ნაკრები სულ უფრო და უფრო მიიწევს წინ მსოფლიო რაგბის რეიტინგში და რამდენიმე თვეში ზედიზედ მეოთხეფ ჩაებმევა მსოფლიო თასის გათამაშებაში. 2017-ში კი, 20-წლამდელთა ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ, რაც ჩვენი კავშირისა და მთელი ქვეყნისთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო ტურნირი იქნება, რადგან ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საამისოდ.”

ბიჭები ფიზიკურად და მენტალურად ფინალისთვის მზად არიან

 

ილია მაისურაძე, 20-წლამდე ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი: „უპირველეს ყოვლისა, ვიტყვი, რომ წლევანდელი ალაფისთვის ყველანაირად – ფიზიკურად, ტაქტიკურად, ტექნიკურად და რაც მთავარია, მენტალურად კარგად მოვემზადეთ.

 

„ყველა თამაშს ინდივიდუალურად მივუდექით. ურუგვაისთან ერთი სული გვქონდა როდის დაიწყებდა მატჩს მთავარი არბიტრი. შესაბამისი მომზადების ხარჯზე მოვახერხეთ პირველ ნახევარშივე დიდი უპირატესობის შექმნა. მეორე ნახევარში, მოგეხსენებათ, რა ინციდენტიც მოხდა, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა მომზადების დონისა და მენტალური სიტკიცის ხარჯზე თვითონვე მოახერხეს თამაშის დალაგება და დიდი ანგარიშით მოგება.

 

„ფიჯისთვის კარგად მოვემზადეთ. ვიცოდით რა წარმოადგენდა მათ ძლიერ მხარეს – შესაბამისად ჩავუკეტეთ თამაში და ძიერი დაცვა ვეთამაშეთ.პორტუგალიასთანაც კარგად მომზადებულები გავედით, მაგრამ ალბათ ზედმეტად მოვეშვით. თამაშის ხარისხი რიგ მომენტებში არ გვივარგოდა. რაც მთავარია მოვიგეთ და გავედით ფინალში.

კარგ, ორგანიზებულ და ძლიერ მეტოქესტან

 

„მაქსიმალურად ვისვენებთ და აღდგენაზე ვართ ორიენტირებულნი. აქტიურად გავდივართ ვიდეო ანალიზს და ვსწავლობთ მოწინააღმდეგეს. წინ ყველაზე რთული მატჩი გველის კარგ, ორგანიზებულ და ძლიერ მეტოქესტან. განვმეორდები და ვიტყვი, რომ რაც მთავარია ჩემი ბიჭები ფიზიკურად, ტაქტიკურად და მენტალურად ფინალისთვის მზად არიან.

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძის ახალი ავტომობილი (ფოტო)

მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ ახალი ავტომობილი შეიძინა. 26 წლის სპორტსმენმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ტაკაკეიშო დაამარცხა (ვიდეო)

აკი ბაშო, VII დღე ტოჩინოშინი – ტაკაკეიშო ტოჩინოშინის ბალანსი: 4-4 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა დაიეიშო დაამარცხა (ვიდეო)

აკი ბაშო, VII დღე დაიეიშო – ტოჩინოშინი ტოჩინოშინის ბალანსი: 3-4 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ტაკაიასუ ბრწყინვალედ დაამარცხა (ვიდეო)

აკი ბაშო, V დღე ტაკაიასუ – ტოჩინოშინი ტოჩინოშინის ბალანსი: 2-3 იხილეთ ვიდეო 大相撲秋場所 五日目 幕内栃ノ心 二勝目 […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაია ანდრადე – ესპანელი ფრენბურთელი (ფოტო)

ლაია ანდრადე 23 წლის ესპანელი ფრენბურთელია, რომელიც ყურადღებას მისი გარეგნობითაც იპყრობს....
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება აკი ბაშოზე (ვიდეო)

იუტაკაიამა – ტოჩინოშინი აკი ბაშო, III დღე იხილეთ ვიდეო September 2020 – Day 3 – […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

სიკვდილით დასჯილი ნავიდ აფკარის ბოლო სიტყვებს მის დაკრძალვაზე მოუსმინეს

ირანის პოლიტიკური პატიმარი, 27 წლის მოჭიდავე ნავიდ აფკარი 12 სექტემბერს ქალაქ შირაზის ციხეში სიკვდილით დასაჯეს. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გაიცანით ტაეკვანდოს ყაზახი მებრძოლი, რომელსაც საქართველო ძალიან უყვარს (ფოტო)

აიჟან ბაიზაკოვა ტაეკვანდოში ყაზახეთის ჩემპიონი და შავი ქამრის მფლობელია. ის ბავშვობიდან საბრძოლ ხელოვნებებს ეუფლება. ყაზახული […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ტახი მზადაა, რომ შეგჭამოს!” – ლევან საგინაშვილმა რუს დენის ციპლენკოვს უ

2020 წლის ბოლოს, ქართველი მკალვჭიდელი ლევან საგინაშვილი ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს. “ქართველი ჰალკი” სუპერღონისძიებაში მიიღებს...
წაკითხვა
სხვადასხვა

გიორგი ზანთარაია პოლიტიკაში მიდის

უკრაინის ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი, გიორგი ზანთარაია 32 წლის ასაკში პოლიტიკური კარიერის დაწყებას გეგმავს და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორ მაკგრეგორმა ამირან გოგოლაძე სასპარინგოდ მიიწვია

ქართველი მებრძოლი, ამირან გოგოლაძე UFC-ის ვარსკვლავმა კონორ მაკგრეგორმა სასპარინგოდ აშშ-ში, საკუთარ დარბაზში მიიწვია. ამ ინფორმაციას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ზვიად ლაზიშვილი LFA-ს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა – ქართველის შესანიშნავი გამა

ზვიად ლაზიშვილი ოქტაგონზე კვლავაც დაუმარცხებელია. რამდენიმე საათის წინ ქართველმა მებრძოლმა კარიერის უმნიშვნელოვანესი ბრძოლა გამართა. ლაზიშვილმა [&hell...
წაკითხვა
სხვადასხვა

ირანელ მოჭიდავეს სიკვდილით სჯიან

ირანის რესპუბლიკამ 27 წლის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეს, ნავიდ აფკარის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ირანის მთავრობამ ქვეყნის […]...
წაკითხვა