20-წლამდელთა ჩემპიონატი გრძელდება

თარიღი: თებერვალი 12, 2014

20-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 3 მატჩი გაიმართა. ყველაზე საინტერესო რიგით პირველი შეხვედრა გამოდგა, რომელშიც ერთმანეთს “ოლიმპი” და “ჰიუნდაი” დაუპირისპირდნენ.

აღნიშნული გუნდები დაახლოებით ერთი ძალისანი არიან და მათი დაპირისპირებაც საინტერესო გამოდგა. “ოლიმპს” ტრავმის გამო 2 წამყვანი მოთამაშე – ნოდარ გოგოძე და ირაკლი მიქელაძე, ხოლო ჰიუნდაელებს იმავე მიზეზის გამო ლუკა ზაქრაძე აკლდათ.

შეხვედრა “ოლიმპის” უპირატესობით დაიწყო. ბოლო მატჩების მსგავსად, ზაზა ცაგარეიშვილის გუნდმა “ჰიუნდაისაც” ფარქვეშიდან შეუტია. ბექა ნადირაძე და თემურ ფხაკაძე სამწამიანში გამაგრდნენ და სანამ უკანა ხაზიდან დახმარებას იღებდნენ, “ოლიმპს” არ უჭირდა.

პირველი მეოთხედი ცაგარეიშვილის გუნდმა 21:13 მოიგო, დიდ შესვენებზე კი “ოლიმპი” 39:32 იგებდა. 10-წუთიანი შესვენება ჰიუნდაელებმა სასარგებლოდ გამოიყენეს. მოედანზე დაბრუნებულმა ნიკო ჩერქეზიშვილის შეგირდებმა დიდებულად ითამაშეს. “ჰიუნდაიმ” ისე კარგად ჩაატარა მესამე მეოთხედი, რომ მატჩის ბედი სათავისოდ გადაწყვიტა. აღნიშნული პერიოდი ჩერქეზიშვილის გუნდმა 29:5 მოიგო და ბოლო პერიოდის წინ 17 ქულით დაწინაურდა.

“ოლიმპი” როგორც ფიზიკურად, ისე ფიქოლოგიურად გატყდა და მატჩის დარჩენილი დრო ფორმალობა გახდა. საბოლოოდ, ჰიუნდაელებმა 79:59 მოიგეს და ცხრილში მეორე ადგილზე გადავიდნენ. გამარჯვებულებს 30 ქულით და 9 მოხსნით კახა ტომარაძემ ულიდერა, რომელმაც 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. 16 ქულა დააგროვა კახა გიორგაძემ, 11-11 ქულით დაასრულეს შეხვედრა ლუკა ბულიავამ და სანდრო ბოლქვაძემ. “ოლიმპში” 16 ქულა ჰქონდა ბექა ნადირაძეს, გეგი ბაქრაძემ კი 8 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.

დღის დარჩენილი 2 შეხვედრა დაძაბული ვერ გამოდგა. “რუსთავმა” ლიდერ “შსს-აკადემიას” მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია წინააღმდეგობა, რის შემდეგაც ჩამორჩა და გამარჯვების შანსი აღარ ჰქონია.  აკადემიელებმა 74:53 იმარჯვეს, რაშიც გამორჩეული როლი შოთა გელაზონიას ეკუთვნის – 17 ქულა, 10 მოხსნა. ლერი კვანტალიანმა “შსს-აკადემიას” 14 ქულა მიაშველა, ლევან გოგალაძის ანგარიშზე კი 13ქულა დაგროვდა.

მესამე მატჩში “ქუთაისმა” ბოლოადგილოსანი “სოხუმი” 71:53 დაამარცხა. ქუთაისლებში თავი ლევან გრძელიძემ გამოიჩინა, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა – 19 ქულა, 12 პასი, 10 მოხსნა. იმერულ კლუბს არანაკლები დახმარება გაუწია უჩა გამრეკლიძემ 24 ქულა-13 მოხსნით. 19 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა გიორგი ცირეკიძემ. სოხუმელებს აკლდათ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი შოთა გოლეთიანი, გურამ კენჭიაშვილმა კი პირად ანგარიშზე 20 ქულა ჩაიწერა.

მორიგი ტურის 3 მატჩი საკალათბურთო აკადემიაში ხვალ, 12 თებერვალს გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ოლიმპი – ჰიუნდაი  59:79

ზაზა ცაგარეიშვილი(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი):  პირველ ნახევარში თანაბარი თამაში იყო, თუმცა მეორე ნახევარში ბიჭებმა მთლიანად ამოწურეს თავიანთი რეზერვი, ფიზიკური შესაძლებლობებიც და შედეგი სახეზეა. ვემზადებით ხვალინდელი თამაშისთვის.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი(,,ჰიუნდაის’’ მთავარი მწვრთნელი): ,,ოლიმპს’’ წამყვანი მოთამაშეები აკლდა, რის გამოც ბიჭები თავიდან მოშვებულები გამოვიდნენ, ცუდად დაიწყეს და არ აეწყო თამაში. დღევანდელი გამარჯვებით იმდენად გახარებული არ ვარ, რადგან შემოკლებული შემადგენლობით იყო მეტოქე. ვფიქრობ, ჩვენ გუნდებს შორის ბოლო შეხვედრა უფრო საინტერესო და დაძაბული იქნება.

შსს აკადემია – რუსთავი  74:53

გიორგი ნიკოლაძე(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):  მიუხედავად იმისა, რომ დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ, ეს არ ასახავს თამაშის მიმდინარეობას. თავიდან საკმაოდ გაგვიჭირდა, არადა ,,რუსთავს’’ ორი მოთამაშე აკლდა, დაცვაში თამაშით არ ვარ კმაყოფილი, თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკური შედეგით დასრულდა. უკვე ვემზადებით პლეი ოფებისთვის და მთლიანად ამაზე ვართ ორიენტირებული.

ირაკლი ჯაფარიძე(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი): ,,შსს აკადემია’’ ძლიერი გუნდია და მათი გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა, 3 პერიოდი ვიბრძოლეთ, მაგრამ მარცხის ალბათობა მაინც დიდი იყო. გოგობერიშვილი და ტურძელაძე გამოგვაკლდებიან და სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდი უფრო შესუსტდება. მივულოცავ ,,შსს აკადემიას’’ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ.

სოხუმი – ქუთაისი 53:71

თემურ კანკია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): გუნდში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა გვაქვს, მოთამაშეებს ტრავმები აწუხებთ, ზოგიერთმა საერთოდ დაანება თამაშს თავი, სწორედ შემადგენლობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ ვაჩვენებთ კარგ კალათბურთს და თამაშის დალაგებაც გვიჭირს, ეს დღევანდელმა შეხვედრამაც გამოაჩინა.

კობა კირთაძე(,,ქუთაისის’’ მთავარი მწვრთნელი): სოხუმს შედარებით სუსტი და დაბალი კლასის გუნდი ჰყავს, სიმაღლეც არ აქვთ და, ზოგადად, სოხუმის კლუბის პრობლემები ყველამ კარგად იცის. ამის მიუხედავად, საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწიეს პირველ ტაიმში და თავიდან ქულა-ქულაშიც მიდიოდა თამაში. თუმცა, ბოლოს აღარც ძალები ეყოთ და მოკლე სკამის პრობლემაც გამოჩნდა. ჩვენმა ბიჭებმა ნელა და დამაჯერებლად მიიყვანეს თამაში გამარჯვებამდე და, ფაქტობრივად, ეს იყო მოსამზადებელი მატჩი ხვალინდელი შეხვედრისთვის, რომელსაც ,,ოლიმპის’’ წინააღმდეგ ვითამაშებთ.

superleague.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

შერმინატორი! – რა გააკეთა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” საკუთარ კედლებში “ბურგოსს” დაუპირისპირდა და 85:82 გაიმარჯვა. შე...
წაკითხვა
კალათბურთი

სტივ კერი: “ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთი უნდა ითამაშონ”

“გოლდენ სტეიტ უორიორსის” მწვთნელი, სტივ კერი აცხადებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთის სკოლა უნდა გაიარონ, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ მეტოქის კალათში ბურთი საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო (ვიდეო)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” სტუმრად “ობრადოიროს” უპირისპირდება. პირველი მეოთხედის დასასრულ...
წაკითხვა
კალათბურთი

“სან ხოსეს” მიმართვა “გოლდენ სტეიტს” და ზაზა ფაჩულიას პასუხი (ვიდე

ამერიკული საფეხბურთო კლუბის, “სან ხოსე ერთქვეიქსის” ოფიციალურმა გვერდმა Twitter-ში ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში აღბეჭდილია, თუ როგორ [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

სამწუხარო ამბავი – გოგა ბითაძე “დეტროიტ პისტონსთან” მატჩს გამოტოვებს

“ინდიანა პეისერსის” ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე დღეს “დეტროიტ პისტონსის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. “ინდიანას” ოფი...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის პირადი რეკორდი NBA-ში – 13 ქულა 20 წუთში (ვიდეო)

7 ნოემბერს, “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “ვაშინგტონ ვიზარდსი” მიიღო და 121:106 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში “ინდიანა...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ ეხმაურებიან უცხოელი ქომაგები გოგა ბითაძის თამაშს “ჩიკაგო ბულსის” წინააღმ

4 ნოემბერს, გოგა ბითაძემ NBA-ს მატჩში, სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა. გოგას “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რატომ იზრდის გოგა ბითაძე წვერს? – ქართველი კალათბურთელის სახალისო პასუხი ჟურნალისტს

ამერიკელი ჟურნალისტი ტონი ისტი სოციალურ ქსელში გოგა ბითაძესთან დაკავშირებით სახალისო პოსტს აქვეყნებს. მან “კლივლენდ კავალიერსსა” […...
წაკითხვა
კალათბურთი

“თუ არ სურთ, რომ ვინმეს დავეხმარო, არავის დავეხმარები” – რა უთხრეს ბითაძ

2 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “კლივლენდ კავალიერსი” 102:95 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა წარმატებული ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ ოლადიპოს რეაქცია გოგა ბითაძის სამქულიანზე (ვიდეო)

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე მატჩი – 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება “კლივლენდის

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე [&h...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სადებიუტო მატჩი და ქულები NBA-ში (ვიდეო)

ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ NBA-ში პირველი მატჩი ჩაატარა. 20 წლის მოთამაშის დებიუტი “კლივლენდ კავალიერსის” […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს სუპერლიგიდან NBA-ში – მარკ ოგდენი “ატლანტაში” გადავიდა

“ატლანტა ჰოუქსმა” საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელი, ფორვარდი მარკ ოგდენი დაიმატა. ოგდენი ბოლო 2 წელიწადი “ოლიმპში”...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე დებიუტი “ინდიანა პეისერსში” (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსში” გოგა ბითაძის დებიუტი შედგა. ქართველმა ცენტრმა მოსამზადებელ ეტაპზე “მინესოტას” წინააღმდეგ პარკეტზე 24 წუთი ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სიმღერამ თანაგუნდელები და ქომაგები გაახალისა (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსის” ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს გუნდის Rookie Challenge-ში მოუწია მონაწილეობის მიღება. გოგამ კრისტინა აგილერას [&he...
წაკითხვა