20-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიაში ბელარუსთან ბრძოლაში წააგო
ლატვიაში მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა საქართელოს 20-წლამდელთა ნაკრებმა პირველი სპარინგ-მატჩი გამართა. დავით უსტიაშვილის გუნდის მეტოქე საკმაოდ ძლიერი ბელარუსი იყო, რომელსაც გასულ წელს A დივიიონში გადასვლამდე 1 ნაბიჯი დააკლდა. ბელარუსებმა 2014 წლის B დივიზიონში მე-4 ადგილი დაიკავეს, საუკეთესო სამეულმა – ბოსნიამ, ბელგიამ და უკრაინამ კი ელიტაში ადგილი მოიპოვა.
საქართველომ მძლავრ მ ეტოქესთან მატჩი საკმაოდ კარგად ჩაატარა და უმეტესწილად იგებდა. ბოლო პერიოდის წინ ქართველები 61:59 იგებდნენ და ლიდერობას შეხვედრის ბოლო მეოთხედშიც ინარჩუნებდნენ. დაძაბული დასკვნითი წუთების შემდეგ ბელარუსებმა 4 ქულით გამარჯვება მოახერხეს – 77:74.
საქართველოს ნაკრებში 13-13 ქულით საუკეთესოები იყვნენ კახა ტომარაძე და ნუგზარ აბულაძე. 12 ქულა და 5 პასი მიითვალა ლუკა ზაქრაძემ, 10 ქულა და 7 მოხსნა ლევან მასხულიას ანგარიშზეა. 20 წუთში 8 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა გიორგი ტურძილაძემ.
ქალაქ მადონაში შეკრებაზე მყოფი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მორიგ სპარინგ მატჩს კიდევ უფრო ძლიერ ლატვიის ნაკრებთან 27 ივნისს გამართავს.
20-წლამდელები. ამხანაგური მატჩი. მადონა, ლატვია, 25 ივნისი
საქართველო 73:77 ბელარუსი
15:16, 23:25, 23:18, 12:18