20000 დოლარი თვეში – ჯანო ანანიძე რუსეთში ბრუნდება
დიდი ალბათობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე რუსეთის ჩემპიონატში დაბრუნდება. ჟურნალისტ სერგეი ეგოროვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის ფეხბურთელის შეძენა რუსეთის რანგით მეორე დივიზიონის ლიდერ “როტორს” სრუს.
ჟურნალისტის ცნობით, ჯანო “როტორში” სამედიცინო შემოწმებას ივნისში გაივლის, რის შემდეგაც კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. რაც შეეხება ხელფასს, ის თვეში 1.5 მილიონ რუბლს (დაახლოებით 20000 დოლარი) მიიღებს.
“როტორი” რუსეთის რანგით მეორე დივიზიონში გამართული 27 ტურის შემდეგ, 56 ქულით, პირველ ადგილზე იმყოფება და მეორე ადგილზე მყოფ “ხიმკის” ორი ქულით უსწრებს. “როტორში” ბექა მიქელთაძე, ამირან სანაია და ნიკოლაი ყიფიანი ირიცხებიან.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანანიძის მიმართ ინტერესს პრემიერ ლიგაში მოასპარეზე “სოჭიც” იჩენს.
შეგახსენებთ, რომ ჯანოსთან მოლაპარაკებებს ბათუმის “დინამო” და თბილისის “დინამო” აწარმოებდნენ.