კრიშტიანუ რონალდუ “იუვნეტუსში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო

თარიღი: თებერვალი 12, 2017

კრიშიტიანუ რონალდუს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის ისტორია ფეხბურთის თითქმის ყველა მოყვარულმა იცის. “სპორტინგსა” და მანჩესტერელებს შორის გამართულ შეხვედრაში, ახალგაზრდა პორტუგალიელმა სერ ალექს ფერგიუსონის ყურადღება მიიქცია და 2003 წლის ზაფხულზე “წითელი ეშმაკიც” გახდა.

თუმცა, ზემოთ ნახსენები ამბავი შესაძლოა, საერთოდ არ მომხდარიყო. ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი დირექტორი, ჯანი დი მარციო იხსენებს, რომ იგი 2002 წელს “სპორტინგისა” და “ბელენენსეშის” შეხვედრას დაესწრო, რათა რიკარდო ქუარეშმას თამაში ენახა. საბოლოოდ, ეს ფეხბურთელი მწვრთნელმა მინდორზე არ გამოიყვანა. სამაგიეროდ, მოედანზე იყო რონალდუ. სწორედ ამ დროს შეამჩნია დი მარციომ ახალგაზრდა სასწაულმოქმედი.

“მაშინ 18 წლის იყო,”- იხსენებს “ბებერი ქალბატონის” ყოფილი სპორტული დირექტორი,- “მატჩის შედმეგ მაშინვე ჩემს გუნდში დავრეკე და ხელმძღვანელობას ვუთხარი, ვიპოვე ერთი ვიღაც, ვინც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება, რა თქმა უნდა, მარადონას შემდეგთქო.”

“მოლაპარაკებები 2002 წლის ზაფხულში დავიწყეთ. კრიშტიანუ ტურინშიც კი ჩამოვიყვანეთ. უნდა შემდგარიყო ბარტერი: მარსელო სალასი რონალდუში უნდა გაგვეცვალა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა ბოლო მომენტში ჩილელმა შემტევმა, რამდენიმე მილიონით დაბალი ანაზღაურების გამო, უარი თქვა “სპორტინგში” გადასვლაზე. საბოლოოდ, ტრანსფერი ჩაიშალა. ეს ისტორია რონალდუს აგენტმა, ხორხე მენდეშმა შესანიშნავად იცის,” – განაცხადა დი მარციომ.

მსგავსი სიახლეები