2002-წლიანთა თბილისის ფესტივალის გამარჯვებული “ჰიუნდაი” გახდა

თარიღი: მაისი 30, 2014

კლუბ „ჰიუნდაის“ ტრიუმფით დასრულდა 2002 წელს დაბადებულ ბავშვთა თბილისის ფესტივალი მინი-კალათბურთში. ტურნირის ორგანიზატორი „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“, ხოლო მხარდამჭერები თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გახლდათ. ტურნირის მონაწილეებმა და გამორჩეულმა მოთამაშეებმა ფესტივალის გენერალური სპონსორისგან, „პრივატბანკისგან“ ფულადი პრიზები და სპორტული ატრიბუტიკა მიიღეს.

ფინალურ მატჩში ლაშა თოიძის და ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა „ჰიუნდაიმ“ 41:29 დაამარცხა „დინამო“ და ტურნირის გამარჯვებული გახდა. პირველ მეოთხედში შედარებით თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, მეორე პერიოდიდან კი მომავალმა ჩემპიონებმა უპირატესობა მოიპოვეს და ხელჩასაჭიდ ლიდერობას დაეპარტონნენ – 23:17.

მატჩის ბედი ფაქტობრივად მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელიც ჰიუნდაელებმა 12:3 მოიგეს და დარჩენილ დროში ლიდერობა შეინარჩუნეს. შედეგად, „ჰიუნდაიმ“ ფესტივალზე ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვა დადამსახურებული ჩმპიონი გახდა.

მესამე ადგილისთვის მატჩში „ოვერტაიმმა“ 44:41 მოუგო TBC-ის და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.

ფინალი

დინამო 29:41 ჰიუნდაი

10:12, 7:11, 3:12, 9:6

დინამო: ბიგანიშვილი (7), გელოვანი (6)

ჰიუნდაი: გოგაძე (17), ჭიჭინაძე (9)

მე-3 ადგილისთვის

TBC 41:44 ოვერტაიმი

12:20, 7:8, 8:10, 14:6

TBC: მიქაია (19),  ქუტიძე (11)

ოვერტაიმი: ნ. ოთხმეზური (20), სოხაძე (10)

ტურნირზე დაწესებული იყო უამრავი პრიზები და ჯილდოები. გთავაზობთ პრიზიორებს:

– საუკეთესო მოთამაშე – დათა გოგაძე (ჰიუნდაი) სპეციალური პრიზით დააჯილდოვა თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრმა ლევან წულაიამ. ასევე დაჯილდოვდა 200 ლარით, რომელიც დაერიცხება „პრივატბანკისგან“ უნიონ ქარდზე.

– ტურნირის ბომბარდირი – დათა გოგაძე სპეციალური პრიზით დააჯილდოვა თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრმა ლევან წულაიამ.

– მაყურებელთა სიმფათია – ნიკა გიგოლაშვილი (დინამო) სპეციალური პრიზით დააჯილდოვა თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრმა დათო ჩიხლაძემ.

– ფესტივალის მონაწილე 2 გოგონა – ნინი ოთხმეზური (ოვერტაიმი) და ნინი გელაძე გამომცემლობა „პალიტრა L“-ისგან დაჯილდოვდნენ წიგნებით.

– საპრიზო ადგილებზე გასული გუნდებიდან თითო საუკეთესო მოთამაშე (დათა გოგაძე, გიგა ბიგანიშვილი, საბა ძიგრაშვილი) ინგლისური ენის შესწავლის ერთთვიანი უფასო ვაუჩერით დააჯილდოვა „ბრიტანული ცენტრის“ მენეჯერმა თორნიკე გიორგაძემ.

– მე-3 ადგილზე გასული გუნდი დაჯილდოვდა „პრივატბანკის“ ბრენდირებული მაისურებით და კეპებით

– მე-2 ადგილზე გასული გუნდი დაჯილდოვდა „პრივატბანკის“ ბრენდირებული მაისურებით და შორტებით.

– ჩემპიონი გუნდის სრულ შემადგენლობას გადაეცა „პრივატბანკის“ ბრენდირებული მაისურები და შორტები. ასევე გუნდის ყველა წევრს „პრივატბანკის“ „უნიონ ქარდზე“ დაერიცხებათ 50-50 ლარი.

– I და II აგილზე გასული გუნდები მედლებით და სიგელებით დააჯილდოვეს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ალეკო პეტრიაშვილმა და კავშირის წევრებმა, ლევან წულაიამ, ზაზა ღონღაძემ და დათო გოცირიძემ.

– ჩემპიონი ჰიუნდაელები მედლებით და სიგელებით დააჯილდოვეს „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ დირექტორმა ნუგზარ კევლიშვილმა და თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა.

– საჩემპიონო თასით „ჰიუნდაი“ დააჯილდოვა „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ დირექტორმა ნუგზარ კევლიშვილმა.

GBF.GE

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

ლოს-ანჯელესის ქუჩებში კობის სახელს სკანდირებენ (ვიდეო)

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” NBA-ს ფინალურ სერიაში “მაიამი ჰიტი” 4:2 დაამარცხა. “ლეიკერსის” კალათბურთელებმა, ენტონი დეი...
წაკითხვა
კალათბურთი

ენტონი დეივისმა ჩემპიონობა კობი ბრაიანტის ხსოვნას მიუძღვნა (ვიდეო)

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” NBA-ს ფინალურ სერიაში “მაიამი ჰიტი” 4:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, ენტონი დეივისმა ეს გამარჯვება [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსი” ჩემპიონია, ლებრონ ჯეიმსი – MVP

“ლოს-ანჯეეს ლეიკერსმა” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2020 წლის გათამაშებაში იმარჯვა. ფინალური სერიის მეექვსე მატჩში ყველაფერი დამთავ...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსი “მაიამი ჰიტის” ოთხი კალათბურთელის წინააღმდეგ (ვიდეო)

“მაიამი ჰიტმა” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მეხუთე მატჩში ყველას დაუმტკიცა, რომ “ლოს-ანჯელეს ლეიკერსისთვის...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში ჩატარებულ პირველ ოფიციალურ მატჩში ტრავმა მიიღო (ვიდეო)

23 სექტემბერს თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ს მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მოსკოვური კლუბი VTB ლიგაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“დინამო” ფარერებში რომან ფიფიასთან ერთად ჩავიდა

“დინამო თბილისი” ფარერებზე გაემგზავრა. გუნდი ტორჰსვანში ჩაფრინდა და ადგილობრივ სასტუმრო “ჰოტელ ფოროიარში” დაბინავდა. ოფიციალურ...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “რუსეთში ისეთივე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ, როგორიც საქართველოში

მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა, თორნიკე შენგელიამ ინტერვიუ მისცა News.ru-ს. ჟურნალისტმა ქართველ კალათბურთელს შეკიხვები მოსკოვურ კლუბში ტრანსფერზე, [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსს თავში ბურთი გაარტყეს – ლებრონის რეაქცია (ვიდეო)

13 სექტემბერს, “ლოს ანჯეჯელს ლეიკერსმა” “ჰიუსტონ როკეტსი” 119:96 დაამარცხა. შეხვედრის მიმდიანრეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში ოსტინ ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე: “როცა ლებრონ ჯეიმსს დავაფარე, ცუდი რაღაც მივაძახე”

“ინდიანა პეისერსის” ცენტრმა, გოგა ბითაძემ აგვისტოში “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ლებრონ ჯეიმსთან დაპ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა ქართული ოცნების საარჩევნო სიაში მოხვდნენ

“პოლიტიკურმა გაერთიანება ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო სიის პირველი ოცეული წარადგინა და მათ შორის, ორი სპორტსმენია. საქართველოს […...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველომ ესტონეთი კაჭარავას გოლით დაამარცხა

საქართველომ უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ესტონეთთან სტუმრად გამარჯვებით დაიწყო. საქართველომ მეტოქე ნიკა კაჭარავას […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ჯეიმს ჰარდენმა “ლეიკერსთან” გამარჯვების საიდუმლო გაამხილა

გამთენიისას ორლანდომ “ლოს-ანჯელეს ლეიკერსისა” და “ჰიუსტონ როკეტსის” დიდებულ დაპირისპირებას უმასპინძლა. სერიის პირველ მატჩში ბრ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძესთან შეჯახების შემდეგ, დერიკ ჯონსმა მძიმე ტრავმა მიიღო (ვიდეო)

15 აგვისტოს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” “მაიამი ჰიტს” დაუპირისპირდა და მეტოქე 109:92 დაამარცხა. შეხვედრის [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას მწვრთნელი კორონავირუსით დაინფიცირდა

მოსკოვის საკალათბურთო კლუბ “ცსკა”-ს მთავარ მწვრთნელ დიმიტრის იტუდისს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას თავად სპეციალისტი ადასტურებს. 4...
წაკითხვა