2004-წლიანთა ფესტივალის ჩემპიონობისთვის აკადემია და ჰიუნდაი შეხვდებიან
2004-წლიანთა თბილისის მინი-კალათბურთის ფესტივალის გამარჯვებული ხვალ გამოვლინდება. ჩემპიონობისთვის ერთმანეთს აკადემია და ჰიუნდაი შეხვდებიან. ამ გუნდებმა დღეს საკალათბურთო აკადემიაში ნახევარფინალური მატჩები მოიგეს.
კახა კუპატაძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა ფინალში გასვლა ოვერტაიმს არ დაანებეს. გიორგი ოჩხიკიძის ლიდერობით აკადემიამ მეტოქეს ისე სძლია, წარმატების შანსი არ მიუცია. საბოლოოდ კუპატაძის გუნდმა 44:26 იმარჯვა და ფინალში გავიდა.
მეორე ნახევარფინალური მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. ჰიუნდაის მეტოქეობას იბერი უწევდა, რომელმაც მომავალ ფინალისტებს ტოლი არაფერში დაუდო და ბოლომდე ებრძოლა. მატჩის ბოლო წუთებზე, დაძაბულ ბრძოლაში, ჰიუნდაელებმა მეტი მობილიზება გამოავლინეს და საბოლოოდ 3 ქულის სხვაობით – 31:28 იმარჯვეს
22 ივნისს, საკალათბურთო აკადემიაში ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართება. ჩემპიონობისთვის 12:00 საათზე აკადმეია და ჰიუნდაი დაუპირისპირდებიან, ხოლო ბრინჯაოს მედლებისთვის იბერი ოვერტაიმს შეხვდება.