2012 წლის ზაფხული – “ქართველი მესი” “ჯენოასგან” შემოთავაზებას იღებს
28 წლის ასაკში “ქართველი მესი”, გიორგი ჭანტურია კარიერას ასრულებს. ჭანტურია ბოლო 2 წელია მოედანზე არ გამოსულა და მის შესახებ პრაქტიკულად არანაირი ინფორმაცია არ არის ცნობილი.
ბოლოს გიორგი “საბურთალოში” გია ცეცაძემ მიიყვანა, ცეცაძეს კლუბის ხელმძღვანელობასთან პრობლემები შეექმნა და ჭანტურიაც წამოვიდა. ეს 2020 წლის თებერვალში მოხდა. მაშინ “საბურთალო” ამბობდა, რომ ფეხბურთელს ისედაც სხვა ბევრი შემოთავაზება ჰქონდა და გუნდის მოძებნა არ გაუჭირდებოდა.
მიუხედავად ამისა, ჭანტურია კვლავაც უკლუბოდაა და საერთოდ, კარიერა დაასრულა.
ჭანტურიას საკითხის მომზადებისას უეცრად ამოვარდა 2012 წლის ივლისის სტატია, სადაც გიორგი “ჯენოას” მხრიდან დაინტერესებაზე საუბრობს და “ვიტესიდან” წასვლა სურდა.
მაშინ იტალიაში მისი ტრანსფერი არ გამოვიდა, არც “ჩელსი” და არც სხვა გეგმები. გიორგი სოციალურ ქსელშიც აღარ აქტიურობს და უცნობია, თუ რას საქმიანობს ახლა.
კარიერის პიკში 2.5 მილიონი ევრო ღირდა და “ვიტესმა” “საბურთალოს” 2010 წელს მის სანაცვლოდ 500 ათასი ევრო გადაუხადა. “ბარსას” აკადემიაზე საუბარი არცაა საწირო.