2014 წლის მნიშვნელოვანი მომენტები – 19წ. ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონები
წლეულს 19-წლამდელებმა ევროპულ ასპარეზზე შარშანდელი შედეგი გაიმეორეს და ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემიონის ტიტული მოიპოვეს. ‘რაგბი ევროპის’ 19 წლამდელთა კონტინენტის პირველობა 26 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით ლისაბონში გაიმართა.
მოქმედი ევროპის ჩემპიონები ტიტულის დასაცავად ასპარეზობიხ მეოთხედფინალში ჰოლანდიის თანატოლთა ნაკრებ გუნდს დაუპირისპირდა და 55:3 დაამარცხეს. ნახევარფინალში ახალგაზრდა ბორჯღალოსნები თანატოლ ‘დათვებს’ შეხვდნენ და 41:5 სძლიეს რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრებს.
ასპარეზობის ფინალში ჩვენი ნაკრები მასპინძელ პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდს ერკინა, რომლის 44:14 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
ამ გამარჯვებით უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 2015 წლის მსოფლიო ახალგაზრდულ ალაფაზე მონაწილეობის უფლება მოიპოვეს, რომელიც ასევე პორტუგალიაში გაიმართება.
ევროპის ჩემპიონატზე ყველა მატჩის დიდი ანგარიშით მოგებისთვის და დამაჯერებლად გამარჯვებისთვის, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა და მთელმა სამწვრთნელო შტაბმა ბევრი იშრომა. მოსამზადებელ პერიოდში, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ორ მატჩიანი სპარინგ-სერია გამართეს ინგლისის საგრაფოთა 20-წლამდელთა ნაკრებთან; მონაწილეობა მიიღეს ახლად დაარსებულ ტურნირში – „აკადემიები გამოწვევა“, რომელშიც ლესთერ თაიგერსის და მასპინძელი კლერმონის 20-წლამდელთა გუნდების დამარცხებით ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა გაიმარჯვეს.
Rugby.GE