2014 წლის მნიშვნელოვანი მომენტები – 20 და 19 წლამდე ბორჯღალოსნების ტურნირები

თარიღი: დეკემბერი 25, 2014

2014 წლის აპრილში ერთმანეთის პარალერულად გაიმართა მსოფლიოს 20-წლამდელთა ალაფა (ჰონკონგი) და ევროპის 18-წლმადელთა ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის გათამაშება (პოლონეთი), რომლებშიც საქართველოს შესაბამისი ასაკის ნაკრებებმა მიიღეს მონაწილეობა.

20-წლამდელებმა მსოფლიო ალაფაზე მე-5 ადგილი დაიკავეს. მიზანს რათქმაუნდა ალაფის მოგება წარმოადგენდა და პირველივე შეხვედრაში ტონგას დამარცხებით (34:10) ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა, მაგრამ მეორე შეხვედრაში აშშ-ს ნაკრებთან ერთი ქულის სხვაობით მარცხმა (12:13) მდგომარეობა გაართულა. დანარჩენ შეხვედრებში ჰონკონგისა და ნამიბიის ძლევის მიუხედავად საპრიზოზე გასვლა ვერ მოვახერხეთ. მსოლფიო ახალგაზრდულ ალაფას, კი იაპონიის 20-წლამდელთა ნაკრები დაეუფლა, რომელმაც ფინალში ტონგას მოუგო და ამით 2015 წლის მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

მსოფლიო ახალგაზრდულ ალაფაზე 20-წლამდე ბორჯღალოსნები წელს პორტუგალიაში იასპარეზებენ და ეხდებიან 2016 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას.

18-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტური დივიზიონის (8 ნაკრები: 6 ერი +2 რაგბი ევროპა) გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა. წინა ორ გათამაშებაში პატარა ბორჯღალოსნებმა ზედიზედ იტალიის თანატოლთა ნაკრების ძლევით დივიზიონში მე-6 ადგილი და გათამაშებაში კვალიფიკაციის გარეშე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. წლეულს 18-წლამდელები ირლანდიასთან (10:20) და იტალიასთან (13:15) დამარცხდნენ, ხოლო პორტუგალიას (26:3) მოუგეს, რითაც გათამაშებაში მე-7 ადგილი დაიკავეს.

დათოს გარეშე

2014 წელს სამწუხაროდ უტკივილოდ არ ჩაუვლია – 19 აგვისტოს ქართული სარაგბო თემს და ქართული რაგბის ვეებერთელა ოჯახს უეცრად გამოგააკლდა საღ-სალამათი წევრი, ალალი და უღალატო მეგობარი, ზნე-კეთილი ადამიანი, მზარდი სპეციალისტი, საქართველოს 20-წლამდე ნაკრებისა და რაგბის კლუბ „არმაზის“ მწვრთნელი დათო ვართანიანი, ვინაც ჩვენს წიაღში 30 სისხლ-სავსე წელი გაატარა.

FCDinamo.GE

მსგავსი სიახლეები