2014 წლის მნიშვნელოვანი მომენტები – პირველი ბორჯღალი

თარიღი: დეკემბერი 27, 2014

წელს ბორჯღალოსნების რიგებში ორი ახალი სახე გამოჩნდა. მურაზ გიორგაძე (არმაზი) და გიორგი აფციაური (აია) ბორჯღალოსნების დებიუტანტები არიან, რომლებმაც საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრები გამოიარეს.

მურაზ გიორგაძემ წელს მზარდი საქართველოს რიგებში ორი შეხვედრა გამართა ინგლისის საგრაფოთა ნაკრებთან, ხოლო მოგვიანებით მას ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ივნისში ‘თბილისის თასისთვის’ ბორჯღალოსნების შეკრებაზე უხმო. პირველი სანაკრებო ბორჯღალი მურაზ გიორგაძემ გათამაშების პირველ წრეში, ესპანეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მატჩში მოიხვეჭა. იგი მოედანზე შეხვედრის მიწურულს ჩაერთო, ხოლო ქომაგს თავი ‘მზარდი იტალიის’ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში დადებული საუცხოო ლელოთი დაამახსოვრა. მილტონ ჰეიგმა გიორგაძე 2014 წლის ნოემბრის ტესტ-სერიის შეკრებაზეც გამოიძახა და ირლანდიის წინააღმდეგ, ‘ავივა სთედიუმზე’ შეცვლაზე ათამაშა.

გიორგი აფციაურმა ეროვნულში დიუბიუტამდე სექტემბერში, ევროპის დონით მეორე საკლუბო ტურნირის, ‘ჩელენჯ ქაპის’ შესარჩევს ეტაპზე ‘თბილისის კავკასიელების’ (უმაღლესი ლიგის საკლუბო სელექცია) შემადგენლობაში იასპარეზა. მანამდე იგი საქართველოს 20-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ახალგაზრდულ ალაფაზე ჰონკონგში გაემგზავრა, მაგრამ ვარჯიშზე მიღებული ფეხის ტრავმის გამო ტურნირში ვერ მიიღო მონაწილეობა.

ნოემბრის ტესტ-სერიის გაფართოებულ რაზმში წელს პირველად ვიხილეთ აფციაური, რომელიც იაპონიის ნაკრების წინააღდეგ, გიორგობას გამართული შეხვედრის სამატჩო რაზმში მარქაფაში შეიყვანა მილტონ ჰეიგმა. იგი შეხვედრაში მატჩის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, მას შემდეგ რაც ტრავმირებული დავით კაჭარავა შეცვალა და მატჩის ასრულებამდე წოტახნით ადრე მიღებული ტრავმა რომ არა, მსაჯის საფინალო სასტვენამდე ითამაშემდა.

FCDinamo.GE

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

რომან დოლიძე – ჯონ ალანი (აწონვები, პირისპირ დგომი)

რომან დოლიძე 5 დეკემბერს, UFC-ში რიგით მეორე შეხვედრას გამართავს. ქართველი მებრძოლი ბრაზილიელ ჯონ ალანს დაუპირისპირდება. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გურამ ქუთათელაძე ქართველ გულშემატკივრებს მიმართავს

UFC-ის მებრძოლმა, გურამ ქუთათელაძემ ქართველ გულშემატკივრებს მიმართა. გურამი აცხადებს, რომ შემდეგ ბრძოლაზე ზუსტი ინფორმაცია ჯერ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხაბიბ ნურმაგომედოვმა კახა კალაძეს საჩუქარი გამოუგზავნა (ფოტო)

UFC-ის ყოფილმა ვარსკვლავმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს, კახა კალაძეს საკუთარი ბრენდირებული მაისური აჩუქა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ძიუდოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

საქართველოს ძიუდოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. დღეიდან ქვეყნის პირველ გუნდს სათავეში ლაშა გუჯეჯიანი ჩაუდგება. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რაულ თუთარაულის შესანიშნავი გამარჯვება – ქართველმა მეტოქე 10 წამში დაამარცხა! (ვიდეო

ქართველმა მებრძოლმა, რაულ თუთარაულმა დღეს ორგანიზაცია ACA-ში შეხვედრა გამართა. რაული ბოსნიელ დრაგოლიუბ სტანოჟევიჩს დაუპირისპირდა და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა მოხდა მაშინ, როცა ტოჩინოშინი 60 კილოგრამიან მეტოქეს შეხვდა (ვიდეო)

ქართველის სუმოტორი, ტოჩინოშინი ერთ-ერთ იაპონურ სერიალში გადაიღეს. მწვრთნელი რაგბის გუნდს სავარჯიშოდ სუმოტორების კლუბში წაიყვანს. თავდაპირველად, [&hell...
წაკითხვა
სხვადასხვა

“შეიძლება, მე დავეცე, მაგრამ…” – ნიკოლოზ შერაზადიშვილი ემოციურ პოს

ესპანეთის ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ შერაზადიშვილმა რამდენიმე დღის წინ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში […...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ეჰ, გეჭიდავა ფინალში” – მწვრთნელი გურამ თუშიშვილს (ვიდეო)

21 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატზე, +100კგ წონითი კატეგორიაში ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გურამმა გადამწყვეტ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ნოემბრის ბაშოზე დადებითი ბალანსი გაიფორმა! (ვიდეო)

ნოემბრის ბაშო, მე-14 დღე ტოჩინოშინი – კაისეი ტოჩინოშინის ბალანსი: 8:6 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტატო გრიგალაშვილი: “ფინალში დაძაბულ შეხვედრას ველოდი, მაგრამ…”

ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, 81კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია – 20 წლის ქართველმა ფინალში 45 წამში გაიმარჯვა!

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია. 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა დიდებში ევროპის პირველობა პირველად მოიგო. 81კგ. წონით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის მე-7 გამარჯვება ნოემბრის ბაშოზე (ვიდეო)

ნოემბრის ბაშო, მე-13 დღე ტოჩინოშინი – ოკინოუმი ტოჩინოშინის ბალანსი: 7-6 იხილეთ ვიდეო November 2020 – […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

19-21 ნოემბერს ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველო ევროპის პირველობაზე 11 სპორტსმენით წარსდგება. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა კირიბაიამა დაამარცა – მე-6 გამარჯვება ნოემბრის ბაშოზე (ვიდეო)

ნოემბრის ბაშო, XI დღე ტოჩინოშინის ბალანსი: 6-5 იხილეთ ვიდეო November 2020 – Day 11 – […]...
წაკითხვა