2014 წლის მნიშვნელოვანი მომენტები – საქართველო-რუმინეთი
მალე ახალი წელია! ორიოდ კვირაში 2015, მსოფლიო თასის წელი დადგება. მომავალი წლის მსოფლიო თასი, რომელზეც ბორჯღალოსნები ზედიზედ მეოთხედ გავიდნენ, სექტემბერსა და ოქტომბერში ინგლისში გაიმართება.
2014 წელს ქართულ რაგბში არაერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა:
ერთა თასის 1 დივიზიონში გამარჯვებით მსლოფლიო თასის სასურველ, C ჯგუფში მოვხვდითთ; ‘მსოფლიო რაგბმა’ (ყოფ. რაგბის საერთაშორისო საბჭო) ამ თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ევროპაში მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის კულმინაციის აღანიშნავად თბილისში ‘ვებ ელისის თასი’ – სარაგბო სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი და სანატრელი ჯილდო ჩამოიტანა; წლევანდელი ‘ევროპის ერთა თასის’ მოპოვებით ირლანდიის ეროვნულ ნაკრებთან ნოემბრის ტესტ სერიაში თამაშის უფლებაც დავიმსახურეთ;
19-წლამდელები კვლავ ევროპის ჩემპიონები გახდნენ, მანამდე კი ინგლისში წარმატებული ტურნე ჩაატარეს, სადაც პირველ შეხვედრაში წააგეს ინგლისის საგრაფოთა 20-წლამდელთა ნაკრებთა, ხოლო მეორე შეხვედრაში კი სძლიეს მოწინააღმდეგეს; მოგვიანებით 19-წლამდე ბორჯღალოსნებმა წელს დაარსებულ„აკადემიების გამოწვევის“ ტურნირში ‘ლესთერ თაიგერსისა და მასპინძელი ‘კლერმონის’ 20 წლამდელთა გუნდების ძლევით გაიმარჯვეს;
წლეუს პირველად ‘თბილისის კავკასიელების’ სახელით მოასპარეზე ქართულმა სელექციამ, ევროპულ საკლუბო რაგბს გაუსინჯა გემო – სექტემბერში ‘კავკასიელები’ ‘ჩელენჯ ქაპის’ 2-მატჩა საკვალიფიკაციო რაუნდში ერკინენ იტალიურ ‘როვიგოს’, რომელშიც იტალიელებმა იმარჯვეს;
2014 წელს ორმა ახალგაზრდა მორაგბემ მოირგო პირველად ბორჯღალოსანთა კვართი: 2014 წლის თბილისის თასსზე ესპანეთის წინააღმდეგ პირველი სანაკრებო ბორჯღალი და საერთაშორისო ‘კეპი’ ‘არმაზელმა’ მურაზ გიორგაძემ მოიხვეჭა, ხოლო ‘აიელ’ გიორგი აფციაურს ეს პატივი ახლახან, ნოემბრის ტესტ-სერიის საქართველო-იაპონიის მატჩშზე ერგო;
ამ და სხვა მნიშვნელოვან მოვლენათა გასახსენებლად საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე და ჩვენს სხვა ოფიციალურ სოც.მედიის პლატფორმებზე დავდებთ შესაბამის ვიდეო და ფოტო მასალას.
ამ რუბრიკას 15 მარტს გამართული, ევროპის ერთა თასის ფინალის, საქართველო-რუმინეთის მატჩის ტრიბუტით დავიწყებთ:
Rugby.GE