2014 წლის მუნდიალი – ქვეჯგუფები ოფიციალურად დაკომპლექტდა
დასრულდა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა. 32 გუნდი 8 ქვეჯგუფში გადანაწილდა, თუმცა წილისყრის პროცესის დაწყებამდე ვნახეთ რამდენიმე ვიდეორგოლი, მოვუსმინეთ მუსიკალურ კომპოზიციებსაც.
თავდაპირველად სცენა ორმა პრეზიდენტმა დაიკავა – დილმა რუსეფმა – ბრაზილიის პირველმა პირმა და ზეპ ბლატერმა – ფიფას ხელმძღვანელმა. ჯერ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ნელსონ მანდელას ხსოვნას, შემდეგ კი, მეტად ემოციურ ფორმებში ისაუბრეს დამდეგი მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ. „ფეხბურთი გულშემატკივართა თამაშია“, – ალბათ, ეს გახლდათ მათი გამოსვლის მთავარი სათქმელი.
შემდეგ სცენაზე ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე მუნდიალის ტიტულით ხელში გამოვიდა – ესეც ერთგვარი რიტუალი თასის გადაცემისა.
ტურნირის ოფიციალური ბურთი „ბრაზუკა“ რონალდომ წარადგინა, ოფიციალური თილისმა „ფულეკო“ კი – ბებეტო და მარტამ.
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ წილისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, თუმცა სიტყვით ისიც გამოვიდა.
წილისყრის დაწყებამდე მეოთხე კალათიდან შემთხვევითი წესით იტალიის ნაკრებმა მეორე კალათაში გადაინაცვლა. შესაბამისად, კალათებში გუნდების რაოდენობა გათანაბრდა და როგორც იქნა, წილისყრისთვის ყველაფერი გამზადდა. საბოლოო ჯამში, ნაკრებები ასე გადანაწილდნენ:
ჯგუფი A | ||
1. | ბრაზილია | |
2. | ხორვატია | |
3. | მექსიკა | |
4. | კამერუნი |
ჯგუფი B | ||
1. | ესპანეთი | |
2. | ჰოლანდია | |
3. | ჩილე | |
4. | ავსტრალია |
ჯგუფი C | ||
1. | კოლუმბია | |
2. | საბერძნეთი | |
3. | კოტ დივუარი | |
4. | იაპონია |
ჯგუფი D | ||
1. | ურუგვაი | |
2. | კოსტა რიკა | |
3. | ინგლისი | |
4. | იტალია |
ჯგუფი E | ||
1. | შვეიცარია | |
2. | ეკვადორი | |
3. | საფრანგეთი | |
4. | ჰონდურასი |
ჯგუფი F | ||
1. | არგენტინა | |
2. | ბოსნია-ჰერცეგოვინა | |
3. | ირანი | |
4. | ნიგერია |
ჯგუფი G | ||
1. | გერმანია | |
2. | პორტუგალია | |
3. | განა | |
4. | აშშ |
ჯგუფი H | ||
1. | ბელგია | |
2. | ალჟირი | |
3. | რუსეთი | |
4. | კორეა |
ბექა დოგრაშვილი