2014 წლის მუნდიალი – ქვეჯგუფები ოფიციალურად დაკომპლექტდა

თარიღი: დეკემბერი 6, 2013

დასრულდა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა. 32 გუნდი 8 ქვეჯგუფში გადანაწილდა, თუმცა წილისყრის პროცესის დაწყებამდე ვნახეთ რამდენიმე ვიდეორგოლი, მოვუსმინეთ მუსიკალურ კომპოზიციებსაც.

თავდაპირველად სცენა ორმა პრეზიდენტმა დაიკავა – დილმა რუსეფმა – ბრაზილიის პირველმა პირმა და ზეპ ბლატერმა – ფიფას ხელმძღვანელმა. ჯერ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ნელსონ მანდელას ხსოვნას, შემდეგ კი, მეტად ემოციურ ფორმებში ისაუბრეს დამდეგი მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ. „ფეხბურთი გულშემატკივართა თამაშია“, – ალბათ, ეს გახლდათ მათი გამოსვლის მთავარი სათქმელი.

შემდეგ სცენაზე ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე მუნდიალის ტიტულით ხელში გამოვიდა – ესეც ერთგვარი რიტუალი თასის გადაცემისა.

ტურნირის ოფიციალური ბურთი „ბრაზუკა“ რონალდომ წარადგინა, ოფიციალური თილისმა „ფულეკო“ კი – ბებეტო და მარტამ.

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ წილისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, თუმცა სიტყვით ისიც გამოვიდა.

წილისყრის დაწყებამდე მეოთხე კალათიდან შემთხვევითი წესით იტალიის ნაკრებმა მეორე კალათაში გადაინაცვლა. შესაბამისად, კალათებში გუნდების რაოდენობა გათანაბრდა და როგორც იქნა, წილისყრისთვის ყველაფერი გამზადდა. საბოლოო ჯამში, ნაკრებები ასე გადანაწილდნენ:

 ჯგუფი A
 1.  ბრაზილია  
 2.  ხორვატია  
 3.  მექსიკა  
 4.  კამერუნი  

 

 ჯგუფი B
 1.  ესპანეთი  
 2.  ჰოლანდია  
 3.  ჩილე  
 4.  ავსტრალია  
 ჯგუფი C
 1.  კოლუმბია  
 2.  საბერძნეთი  
 3.  კოტ დივუარი  
 4.  იაპონია  
 ჯგუფი D
 1.  ურუგვაი  
 2.  კოსტა რიკა  
 3.  ინგლისი  
 4.  იტალია  
 ჯგუფი E
 1.  შვეიცარია  
 2.  ეკვადორი  
 3.  საფრანგეთი  
 4.  ჰონდურასი  
 ჯგუფი F
 1.  არგენტინა  
 2.  ბოსნია-ჰერცეგოვინა  
 3.  ირანი  
 4.  ნიგერია  
 ჯგუფი G
 1.  გერმანია  
 2.  პორტუგალია  
 3.  განა  
 4.  აშშ  
 ჯგუფი H
 1.  ბელგია  
 2.  ალჟირი  
 3.  რუსეთი  
 4.  კორეა  

 ბექა დოგრაშვილი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ოქსლეიდ-ჩემბერლენმა “გენკს” ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “გენკსა” და “ლივერპულს” შორის მიმდინარე მატჩის 57-ე წუთზე ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა მასპინძელთა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რობერტო ფირმინოს გასაოცარი პასი “გენკთან” მატჩში (ვიდეო)

23 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “გენკსა” და “ლივერპულს” შორის მიმდინარე მატჩში რობერტო ფირმინომ სადიო მანეს [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსიმ” ამსტერდამის “აიაქსთან” ბოლო წუთებზე გატანილი გოლით გაიმარ

23 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები ამსტერდამის “აიაქსისა” და ლონდონის “ჩელსის” დაპირისპირებამ გახსნა. ჰოლა...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს თასის ფინალში თბილისური დერბი შედგება

საქართველოს თასის ფინალში ერთმანეთს თბილისის “საბურთალო” და თბილისის “ლოკომოტივი” დაუპირისპირდებიან. “საბურთალომ” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი გოლი გაუტანა “ჩელსის” 19-წლამდე გუნდმა “აიაქსს” ჩემპიონთა ლ

უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს “აიაქსისა” და “ჩელსის” 19-წლამდე გუნდები უპირისპირდებიან. შეხვედრაში ანგარიში მე-...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლოკომოტივმა” “გარეჯი” მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ფინალში გავიდა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში თბილისის “ლოკომოტივი” გავიდა. “ლოკომოტივმა” მე-4 ლიგელი “გარეჯი”...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარმა “პარი სენ-ჟერმენში” იმდენივე მატჩი გამოტოვა, რამდენიც ჩაატარა

22 ოქტომბერს “პარი სენ-ჟერმენმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში ბელგიაში “ბრიუგე” გაანადგურა (0:5). აღნიშნულ შეხვედრაში...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყოფილმა მსაჯმა ვიდეორეფერის მუშაობა გააკრიტიკა: “ვის დასცინიან?”

ინგლისურ ფეხბურთში ვიდეორეფერის ტექნოლოგიის დანერგვამ დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. აღნიშნულ საკითხს საჯაროდ გამოეხმაურა პრემიერ ლიგის […...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეპ გვარდიოლა ჯონ სტოუნსს გაუბრაზდა (ფოტო)

22 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “ატალანტა” მიიღო და მეტოქე 5:1 დაამარცხა. [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

რიო ფერდინანდი: “სტერლინგი მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა”

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა განაცხადა, რომ “მანჩესტერ სიტის” შემტევი რაჰიმ [...
წაკითხვა
ფეხბურთი

რომელმა ფეხბურთელებმა უჩივლეს “ტორპედოს” FIFA-ში?

ქუთაისის “ტორპედოში” დიდი ფინანსური კრიზისია და გუნდი ხელფასების გაცემას უკვე თვეებია ვერ ახერხებს. უმძიმესი სიტუაციიდან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედომ” გადაწყვეტილება ერთი მატჩით შეცვალა – ნახევარფინალში მთავარი გ

დღეს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის 2 მატჩი გაიმართება. ქუთაისის “ტორპედო” მიხეილ მესხზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ოლიმპიაკოსის” ულტრასებმა “ბაიერნის” ფანები დაასისხლიანეს (ვიდეო)

22 ოქტომბერს 19-წლამდელთა ჩემპიონთა ლიგის მატჩში, სადაც ერთმანეთს “ოლიმპიაკოსისა” და “ბაიერნის” ახალგაზრდული გუნდები დაუპირისპ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა ხუთეულში შევიდა

22 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა შედგა ბერძნულ “ოლიმპიაკოსსა” და გერმანულ “ბაიერნს” შორის. მატჩი […...
წაკითხვა
ფეხბურთი

კილიან მბაპემ ლიონელ მესის რეკორდი დაამხო

22 ოქტომბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენი” სტუმრად “ბრიუგეს” დაუპირისპირდა და მეტოქე 5:0 […]...
წაკითხვა