2015 წლის ალაფისთვის მზადება გრძელდება
10 აპრილს 20-წლამდე ბორჯღალოსნები მსოფლიო ახალგაზრდული ალაფისთვის მზადების ფარგლებში მორიგ (ბოლოს წინა) შეკრებას შეუდგნენ. ამ შეკრებაზე ჩვენი 20-წლამდელები სპარინგ-მატჩს გამართავენ ფრანგული ტოპ 14-ის კლერმონის ესპუარებთან.
კლერმონი ორშაბათს ჩამოდის
ფრანგული გუნდი თბილისში 13 აპრილს, გამთენიას ჩამოვა. კლერმონი თბილისში ავჭალის ბაზაზე ივარჯიშებს, ხოლო 20-წლამდე ბორჯღალოსნებს 17-მაისს შევარდენზე ესპარინგებიან (მატჩის დაწყების დრო კვირის განმავლობაში დაზუსტდება).
20-წლამდელების ღია ვარჯიში
სპარინგ-მატჩამდე ჩვენი 20-წლამდელები 15 აპრილს შევარდენზე ღია ვარჯიშს გამართავენ, რომელიც 17 საათზე დაიწყება. მედია საშუალებების წარმომადგენლებს ვარჯიშზე მისვლა 16:30 სააიდან შეეძლებათ. ტრადიციული ღია ვარჯიშისგან განსხვავებით, ფოტო-ვიდეო გადაღება ნება დართული იქნება, მხოლოდ ტრიბუნიდან.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის მოსამზადებელ ეტაპზე, ჩვენმა გუნდმა აქამდე 3 შეკრება გაიარა – წლის დასაწყისში მენტალური გამძლეობის შეკრება ჰქონდათ, შემდეგ იყო თბილისური შეკრება, რომლის ფარგლებშიც მათ ახალგაზრდა ძიუდოისტებთან გამართეს 2 ერთობლივი ვარჯიში, ბოლოს კი მარტის შეკრება შევარდენზე გაიარეს. 20-წლამდელები ალაფამდე უკანასკნელ მთავარ შეკრებას 26 აპრილს გეგმავენ. ამ შეკრებაზე სამწვრთნელო შტაბმა ასევე საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერებსაც უხმო.
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელების ალაფა 2015
ტურნირი ლისაბონში 12 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით გაიამრთება. ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ‘ა’ ჯგუფში ფიჯის, ურუგვაისა და მასპინძელიპორტუგალიის თანატოლთა გუნდების წინააღდეგ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად იასპარეზებენ.
მატჩების განრიგი (საქართველოს დროით):
12 მაისი საქართველო – ურუგვაი 20:00 სთ
16 მაისი საქართველო – ფიჯი 20:00 სთ
20 მაისი საქართველო – პორტუგალია 20:00 სთ
24 მაისს ტურნირის ფინალური რაუნდი გაიმართება 20:00 სთ
ტურნირის განრიგი სრულად>>> http://www.worldrugby.org/tournament/1567/fixtures
ასევე იხილეთ >>>
20-წლამდელების მორიგი შეკრება ალაფამდე
Rugby.GE