2015 წლის რაგბის მსოფლიო თასის ბაზები გამოქვეყნდა
- ინგლანდ 2015-მა მსოფლიო თასის მონაწილე გუნდების 41 ბაზა გამოაქვეყნა
- 20 მონაწილე ნაკრებს ბაზები ინგლისსა და უელსში ექნებათ
- ბაზები გუნდებთან კონსულტაციის შედეგად შეირჩა
- შეირჩა მთელი რიგი რაგბის კლუბები, სკოლები, უნივერსიტეტები და სპეციალიზირებული სამწვრთნელო ცენტრები
2015 წლის მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტმა – ‘ინგლანდ რაგბიმ’ გამოაქვეყნა ის 41 ბაზა, რომლებსაც მონაწილე გუნდები 2015 წლის 18 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით გამოიყენებენ.
ბაზების სრული სიის სანახავად გადადით მოცემულ ბმულზე >>>
ბაზების შერჩევა ღია ტენდერის საფუძველზე, 2013 წლის აპრილში დაიწყო. ტენდერის პერიოდში 100-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა.
2015 წლის მსოფლიო თასის ბაზები შედგება გარე და შიდა სავარჯიშო ობიექტებისგან, საცურაუ აუზისგან, სპორტული დარბაზისა და სასტუმროსგან. ობიეტებმა უნდა უპასუხონ საერთაშორისო სტანდარტებს და უნდა მდებარეობდეს ერთ ტერიტორიაზე ან ერთმანეთისაგან ახლოს უნდა იყოს განლაგებული. სელექციის პროცესში, საორგანიზაციო კომიტეტმა სამატჩო მოედნების ადგილმდებარეობაც გათვალისწინა.
რიგი სარაგბო კლუბებისა, სკოლებისა, უნივერსიტეტებისა და სპეციალიზირებული სავარჯიშო ობიექტებისა ხელმისაწვდომი იქნება მონაწილე 20 ნაკრებისათვის ტურნირის მსვლელობისას.
‘ინგლანდ 2015-ის’ აღმასრულებელი დირექტორის, დები ჯევანსის თქმით: “როგორც მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტმა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ტურნირის განმავლობაში ყველა გუნდს ჰქონდეს ოპტიმალური სავარჯიშო და საცხოვრებელი პირობები, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის დიდი პატივია 41 ოფიციალური ბაზის დასახელება.
“მე ასევე მინდა მადლობა გადავუხადო იმ ხალხს ვინც ბაზების შერჩევის პროგრამაში მონაწილეობდა. ჩვენ ბედნიერნი ვართ იმით, რომ მთელს ქვეყანაში ფანტასტიური ბაზების შერჩევა მოვახერხეთ და ეს დიდი ენთუზიაზმით შესრულდა. შეირჩა 41 მაღალი ხარისხის სამწვრთნელო ობიექტი, რომელიც გუნდებს სახლიდან შორს თავს ისე აგრძნობინებს, როგორც საკუთარ სახლში.”
რაგბის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარემ, ბერნარ ლაპასემ დაამატა: “2015 წლის მსოფლიო თასი სამუდამოდ დარჩება მოთამაშეებისა და ქომაგების გულებში, აქედან გამომდინარე მე მიხარია, რომ მონაწილეებისათვის შეირჩა საუკეთესო ბაზები. დეტალების მიმართ დიდი ყურადღება გამოარჩევს ამ მსოფლიო თასს და გადაიყვანს სულ სხვა დონეზე. შესაბამისად, გუნდების ბაზები ისე შეირჩა, რომ მონაწილეებს ხელმისაწვდომი ჰქონდეთ ყველაფერი რაც მათ დასჭირდებათ, რათა მსოფლიოში რაგბის ყველაზე დიდ ფორუმზე თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი წარმოაჩინონ.”
მილტონ ჰეიგი – საქართველსო ნაკრების მთავარი მწვრთნელი
“მსოფლიო თასი რაგბის უდიდესი ფორუმია და ჩვენ ბედნიერნი ვართ იმით, რომ ბინას დავიდებთ მასპინძელი ქვეყნის იმ რეგიონებში სადაც რაგბი განსაკუთრებულად უყვართ. გარდა ამისა ჩვენ მოგვეცემა ამ რეგიონების სტუმართმოყვარეობისა და კულტურის გაცნობის უნიკალური შესაძლებლობა.
გიორგი ნიჟარაძე – რაგბის კავშირის პრეზიდენტი
“რაგბის მსოფლიო თასში მონაწილეობა ჩვენთვის დიდი პატივია. მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ 2015 წლის ინგლისის მსოფლიო თასი საუკეთესო იქნება აქამდე გამართულ მსოფლიო თასებს შორის. დიდი ბედნიერებაა მონაწილეობას იღებდე მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სპორტულ ფორუმში, რომელიც რაგბის სამშობლოში იმართება.
“მე მჯერა, რომ ყველა იმ რეგიონში სადაც საქართველოს ნაკრები ბინას დაიდებს, ივარჯიშებს თუ ითამაშებს, ადგილობრივი სარაგბო თემი ბორჯღალოსნებს დაუდგებიან მხარში და უქომაგებენ.
Rugby.GE