2017 წლის ზაფხულის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები
სპეციალიზებულმა ინტერნეტპორტალმა Transfermarkt-მა 2017 წლის ზაფხულის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერების სია შეადგინა. ეს მონაცემები 2017 წლის 4 აგვისტოთი თარიღდება.
1. ნეიმარი (თავდამსხმელი, 25 წლის). “ბარსელონა” – “პარი სენ-ჟერმენი”, 222 მლნ ევრო.
2. რომელუ ლუკაკუ (თავდამსხმელი, 24 წლის). “ევერტონი” – “მანჩესტერ იუნაიტედი”, 84,7 მლნ ევრო.
3. ალვარო მორატა (თავდამსხმელი, 24 წლის). “რეალი” – “ჩელსი”, 65 მლნ ევრო.
4. ბენჟამენ მენდი (მცველი, 23 წლის). “მონაკო” – “მანჩესტერ სიტი” 57,5 მლნ ევრო.
5. კაილ უოკერი (მცველი, 27 წლის). “ტოტენჰემი” – “მანჩესტერ სიტი”, 56,51 მლნ ევრო.
6. ალექსანდრ ლაკაზეტი (თავდამსხმელი, 26 წლის). “ლიონი” – “არსენალი”, 53 მლნ ევრო.
7. ბერნარდუ სილვა (ნახევარმცველი, 22 წლის). “მონაკო” – “მანჩესტერ სიტი”, 50 მლნ ევრო.
8. ნემანია მატიჩი (ნახევარმცველი, 29 წლის). “ჩელსი”– “მანჩესტერ იუნაიტედი”, 44,7 მლნ ევრო.
9-10. მოჰამედ სალაჰი (ნახევარმცველი, 25 წლის). “რომა”– “ლივერპული”, 42 მლნ ევრო.
9-10. ლეონარდო ბონუჩი (მცველი, 30 წლის). “იუვენტუსი” – “მილანი”, 42 მლნ ევრო.