2018 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი დასახელდა
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2018 წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად ძალოსანი ლაშა ტალახაძე დაასახელა.
დღეს თბილისის საკონცერტო დარბაზის “ივენთ ჰოლში” ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წლის შემაჯამებელი სხდომა და დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.
ტალა ტალახაძე 2018 წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების გამარჯვებული გახდა. მან მსოფლიო პირველობაზე ორჭიდში 474 კილოგრამი დაძლია და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ტალახაძემ საუკეთესო ქართველი სპორტსმენის წოდება ზედიზედ მესამედ მოიპოვა.
ასევე, გამარჯვებულები დასახელდნენ სხვადასხვა ნომინაციებში:
წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი – ანასტასია გოტფრიდი (ძალოსანი);
საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი – გიორგი ჩხიკვაძე (თავისუფალი სტილით ჭიდაობა, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული);
წლის აღმოჩენა – ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 23-წლამდე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი);
წლის საუკეთესო მწვრთნელი – ნუგზარ სხირელი;
ნუგზარ სხიერელი – წლის საუკეთესო მწვრთნელი.