ჰენდერსონი საკუთარი როლით ამაყობს
“ლივერპულის” ნახევარმცველმა ჯორდან ჰენდერსონმა განაცხადა, რომ ის ახალი როლით (ვიცე კაპიტნობით) ძალიან ამაყობს.
გასულ კვირას “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა ვიცე კაპიტნის თანამდებობაზე დანიელ აგერის ნაცვლად ინგლისელი ჯორდან ჰენდერსონი დაასახელა.
24 წლის ნახევარმცველმა აღიარა, რომ იგი საკუთარი ახალი სტატუსით ძალიან აცხადებს, რომ ეს მის თამაშზე არანაირად იმოქმედებს.
“ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. პირველ რიგში ძალიან დიდი პატივი და პასუხიმგებლობა დამეკისრა. მწვრთნელმა მითხრა, რომ კარგი თამაში გამეგრძელებინა.”
“როჯერსი მიიჩნევს, რომ გუნდისათვის ყველაფერ საუკეთესოს ვაკეთებ. იმედია ფორმას შევინარჩუნებ და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი სტატუსი ჩემზე დიდად არ იმოქმედებს.”
“ჯერარდს თანადგომისათვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. იგი მართლაც “ლივერპულში” და მთელ ინგლისში ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელია. შევეცდები, მისგან ძალიან ბევრი ვისწავლო.”