20წ ალაფის ფინალი – ახალგაზრდა ბორჯღალოსნების რაზმი კანადის წინააღმდეგ

თარიღი: მაისი 24, 2015

24 საათში გაირკვევა 2015 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის გამარჯვებული, შესაბამისად 2016 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მფლობელი. ხვალ, 24 მაისს, ჩვენი დროით 20 საათზე ტურნირის კულმინაციურ რკენაში ‘ახალგაზრდა ბორჯღალოსნები’ კანადელ ‘ნეკერჩხლებს’ ესტადიო უნივერსიტარიოზე დაუპირისპირდებიან.

 

მსოფლიო რაგბის 20წ ალაფის ფინალური მატჩის სთრიმი >>> 

 

ალაფის ფინალში 20-წლამდე ბორჯღალოსნები პირველად გავიდნენ – აქამდე მათ მონაგარს მხოლოდ მესამე ადგილი წარმოადგენდა, ხოლო გამარჯვებისა და მსოფლიოს საგზურის მოპოვების შემთხვევაში ისინი კიდევ ერთ თავს შემატებენ ქართული რაგბის ‘ისტორიის წიგნს’.

 

ორივე ფინალისტმა ჯგუფში სამივე მატჩი მოიგო და 13-13 ქულა დააგროვა. ‘ა’ ჯგუფის ბოლო შეხვედრის შემდეგ ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა დრო მაქსიმალურად დასვენებასა და აღდგენას დაუთმო. მთავარი მწვრთნელმა, ილია მაისურაძემგანაცხადა: „მაქსიმალურად დავისვენეთ და აღდგენას მივაქციეთ დიდი ყურადღება. გავიარეთ ვიდეო ანალიზი და შევისწავლეთ მოწინააღმდეგე. წინ ტურნირის და წლის ყველაზე რთული მატჩი გველის კარგ, ორგანიზებულ და ძლიერ მეტოქესთან. რაც მთავარია ჩემი ბიჭები ფიზიკურად, ტაქტიკურად და მენტალურად ფინალისთვის მზად არიან.“

 

საფინალო რაზმი

 

უმნიშვნელოვანეს მატჩამდე 24 საათით ადრე ქართულმა სამწვრთნელო შტაბმა ახალგაზრდა ბორჯღალოსნების საფინალო რაზმი დაასახელა. წინა ტურში დასვენების შემდეგ სასტარტოს ირაკლი სვანიძეს, ბადრი ლიპარტელიანს, ნიკა ნეფარიძესა და ბექა გორგაძეს დაუბრუნდნენ; გიორგი კვესელაძემ ცენტრიდან ფრთაზე გადაინაცვლა; ბექა კაკაბაძემ, თორნიკე ზოიძემ და რატი შანიძემ კი, მარქაფაში გადაინაცვლეს.

 

 

უკანა ხაზი [ბექები]

15

ირაკლი სვანიძე  

ჯიქი

14

ანზორ სიჭინავა  

აკადემია

13

ბადრი ლიპარტელიანი  

არმაზი

12

სანდრო ილურიძე  

აკადემია

11

გიორგი კვესელაძე  

იუნკერები

10

რეზი ჯინჭველაშვილი  

აია

9

ვასილ ლობჟანიძე  

არმაზი

ერკინება [ფორვარდები]

1

ნიკა ნეფარიძე  

ლოკომოტივი

2

ბადრი ალხაზაშვილი^კაპ

ლელო სარასენს

3

გიორგი მელიქიძე  

ხარები

4

ოთარ გიორგაძე  

აია

5

მიხეილ ბაბუნაშვილი  

ტარბ [სფრ]

6

თორნიკე ბუბუტეიშვილი  

ლელო სარასენს

7

დავით პაპავაძე  

ჯიქი

8

ბექა გორგაძე

მონ დე მარსან [სფრ]

მარქაფა [სათადარიგოები]

22

გიორგი ბაბუნაშვილი  

აია

21

თემურ თუთბერიძე  

აია

20

რატი შანიძე  

ლელო სარასენს

16

გიორგი თედორაძე  

თიბიეს

17

ბექა კაკაბაძე  

კლერმონ [სფრ]

18

თორნიკე ზოიძე  

კლერმონ [სფრ]

19

გიორგი ცუცქირიძე  

ბრივ [სფრ]

 

 

სამწვრთნელო შტაბი

 

ილია მაისურაძე – მთავარი მწვრთნელი, ლადო კილასონია – მწვრთნელი, ზურა ამონაშვილი – მწვრთნელი, გაგა გურეშიძე – მწვრთნელი, ირაკლი ჭყონია – ფიზ. მომზადების მწვრთნელი, გიორგი ნადარეიშვილი – ფიზ. მომზადების მწვრთნელი,ვახტანგ წიკლაური – ექიმი, ირაკლი შაორშიძე – ფიზიო, ლიამ რობინსონი– ფიზიო,დავით რამიშვილი – ვიდეო ანალიტიკოსი, ოთარ იაშვილი და ირაკლიხუნდაძე – მენეჯერები

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძის ახალი ავტომობილი (ფოტო)

მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ ახალი ავტომობილი შეიძინა. 26 წლის სპორტსმენმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ტაკაკეიშო დაამარცხა (ვიდეო)

აკი ბაშო, VII დღე ტოჩინოშინი – ტაკაკეიშო ტოჩინოშინის ბალანსი: 4-4 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა დაიეიშო დაამარცხა (ვიდეო)

აკი ბაშო, VII დღე დაიეიშო – ტოჩინოშინი ტოჩინოშინის ბალანსი: 3-4 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ტაკაიასუ ბრწყინვალედ დაამარცხა (ვიდეო)

აკი ბაშო, V დღე ტაკაიასუ – ტოჩინოშინი ტოჩინოშინის ბალანსი: 2-3 იხილეთ ვიდეო 大相撲秋場所 五日目 幕内栃ノ心 二勝目 […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაია ანდრადე – ესპანელი ფრენბურთელი (ფოტო)

ლაია ანდრადე 23 წლის ესპანელი ფრენბურთელია, რომელიც ყურადღებას მისი გარეგნობითაც იპყრობს....
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება აკი ბაშოზე (ვიდეო)

იუტაკაიამა – ტოჩინოშინი აკი ბაშო, III დღე იხილეთ ვიდეო September 2020 – Day 3 – […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

სიკვდილით დასჯილი ნავიდ აფკარის ბოლო სიტყვებს მის დაკრძალვაზე მოუსმინეს

ირანის პოლიტიკური პატიმარი, 27 წლის მოჭიდავე ნავიდ აფკარი 12 სექტემბერს ქალაქ შირაზის ციხეში სიკვდილით დასაჯეს. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გაიცანით ტაეკვანდოს ყაზახი მებრძოლი, რომელსაც საქართველო ძალიან უყვარს (ფოტო)

აიჟან ბაიზაკოვა ტაეკვანდოში ყაზახეთის ჩემპიონი და შავი ქამრის მფლობელია. ის ბავშვობიდან საბრძოლ ხელოვნებებს ეუფლება. ყაზახული […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ტახი მზადაა, რომ შეგჭამოს!” – ლევან საგინაშვილმა რუს დენის ციპლენკოვს უ

2020 წლის ბოლოს, ქართველი მკალვჭიდელი ლევან საგინაშვილი ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს. “ქართველი ჰალკი” სუპერღონისძიებაში მიიღებს...
წაკითხვა
სხვადასხვა

გიორგი ზანთარაია პოლიტიკაში მიდის

უკრაინის ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი, გიორგი ზანთარაია 32 წლის ასაკში პოლიტიკური კარიერის დაწყებას გეგმავს და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორ მაკგრეგორმა ამირან გოგოლაძე სასპარინგოდ მიიწვია

ქართველი მებრძოლი, ამირან გოგოლაძე UFC-ის ვარსკვლავმა კონორ მაკგრეგორმა სასპარინგოდ აშშ-ში, საკუთარ დარბაზში მიიწვია. ამ ინფორმაციას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ზვიად ლაზიშვილი LFA-ს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა – ქართველის შესანიშნავი გამა

ზვიად ლაზიშვილი ოქტაგონზე კვლავაც დაუმარცხებელია. რამდენიმე საათის წინ ქართველმა მებრძოლმა კარიერის უმნიშვნელოვანესი ბრძოლა გამართა. ლაზიშვილმა [&hell...
წაკითხვა
სხვადასხვა

ირანელ მოჭიდავეს სიკვდილით სჯიან

ირანის რესპუბლიკამ 27 წლის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეს, ნავიდ აფკარის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ირანის მთავრობამ ქვეყნის […]...
წაკითხვა