20წ | გაისადაც ელიტაში!

თარიღი: ივნისი 14, 2017

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფში ‘პუმიტასი’ 26:25 დაამარცხა და გაისადაც 12-გუნდა ელიტაში ითამაშებს.

რეალობიდან გამომდინარე ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბი გათვლას თავიდანვე მეოთხე თამაშზე აკეთებდა, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე მოვლენები ისე განვითარდა, რომ სავარაუდო მეტოქეებს ავცდით და მე-9 ადგილის ნახევარფინალში არგენტინა გვერგო. ‘პუმიტასი’ საქართველოში საჩემპიონოდ ჩამოვიდა, თუმცა ჩვენზე მეტად არ გაუმართლა და სამი თამაშის შემდეგ ქვედა ოთხეულში მოხვდა.

სიტუაციის შემობრუნების მიუხედავად, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა გეგმას არ გადაუხვიეს, ‘მიხეილ მესხზე’ მეტოქეს, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე 26:37 ჩამოვრჩით დიდი ბრძოლა გავუმართეთ, ანგარიშში თავიდანვე დავწინაურდით და ეს უპირატესობა საფინალო სასტვენამდე შევინარჩუნეთ. ეს იყო იმ თამაშის და ბრძოლის შედეგი, რომელიც ჩვენმა გუნდმა ამ შეხვედრაში აჩვენა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა უფრო ძლიერ და გამოცდილ მეტოქეს არაფერი დაუთმეს, ამ დღეს იღბალიც ჩვენს მხარეს აღმოჩნდა და საფინალო სასტვენმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა: შერკინებიდან არსენ მაჩალაძემ შეუტია და იერიში გელა აფრასიძემ გააგრძელა, შეტევაში შუამარბი გიორგი კვესელაძე ჩაერთო, რომელმაც ბურთი ბექა საღინაძეს ამოუგდო და ჩვენმა მეორეხაზელმა მცველი ერთი-ერთზე დაჯაბნა. აფრასიძე გარდასახვიდან არ შეცდა. სტუმრებმა მალე გვიპასუხეს და ლელო გარდაუვალი ჩანდა, თუმცა შემტევს დამიწებამდე ბურთი ხელიდან გაუსხლტა. არგენტინას ჯარიმის უპირატესობა ჰქონდა და ტომას ალბორნოზმა ახლოდან გაიტანა – 7:3.

მე-12 წუთზე მეორე ლელო დავდეთ. არგენტინელებმა 22-ში შეტანილი ბურთი პირდაპირ აუტში დაარტყეს და ჩვენი დერეფანი დარტყმის ადგილას დაინიშნა, მოლიც კარგად დადგა, დაახლოებით 12 მეტრი იარა და გუნდის კაპიტანმა ილია სპანდერაშვილმა ბურთი ლელოში დაამიწა. აფრასიძე კვლავ ზუსტი იყო. ორიოდე წუთში რეფერიმ ლაშა ტაბიძე საკამათო ეპიზოდში სახიფათო ბოჭვაში დაადანაშაულა და მეტოქემ მეტობა 1 წუთში ლელოში ასახა. ალბორნოზს გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა მალევე ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 3 ქულამდე დავიდა.

შესვენებამდე დარჩენილ 20 წუთში ბურთს უმეტესად უმცროსი ბორჯღალოსნები აკონტროლებდნენ და რამდენჯერმე ჰქონდათ კარგი შეტევა, მაგრამ მეტოქე ჯარიმდებოდა და აფრასიძემაც ზუსტი დარტყმებით მონაგარს კიდევ 9 ქულა შემატა. ამ პერიოდში ერთი კარგი შეტევა მეტოქესაც ჰქონდა, თუმცა დავით მესხის ბოჭვის შემდეგ არგენტინელს ჩვენს 5-მეტრიანთან ბურთი წინ დაუვარდა – 23:11.

მეორე ტაიმის დებიუტში სტუმრებმა ლელო დადეს და ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანეს (გარდასახვა არაზუსტი იყო). უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს და ძალიან დიდი დრო შეტევაში გაატარეს. დაახლოებით 10 წუთი მეტოქის წითელ ზოლს ვუტრიალეთ, 3-ჯერ არ დავარტყით ჯარიმა, მაგრამ ლელოს დადება ვერ შევძელით. 67-ე წუთზე მეტოქის შეცდომის შემდეგ ლელო მირიან მოდებაძემ დაამიწა, თუმცა ვიდეო-რეფერიმ დააფიქსირა, რომ მანამდე გვერდით ხაზს შეეხო.

თამაშის ბოლო ახლოვდებოდა, სხვაობა ისევ 5 ქულა იყო და ცხადია, დაძაბულობაც მატულობდა. საბედნიეროდ, სიტუაცია აფრასიძემ დააწყნარა, რომელმაც თავისი ნახევრიდან ჯარიმა კი ააცილა, თუმცა, 76-ე წუთზე დაახლოებით 43 მეტრიდან უშეცდომოდ დაარტყა და საქართველო 26:18 დააწინაურა.

გადამწყვეტი მომენტი სწორედ ეს გახლდათ. სამხრეთამერიკელებს 8-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრისთვის უბრალოდ დრო აღარ რჩებოდათ და უკვე გაწითლებულ დროზე დადებული ლელოთი მხოლოდ გულები გაიგრილეს.

26:25 და 18 ივნისს მე-9 ადგილისთვის ირლანდიას ვეთამაშებით, რომელმაც სამოა 52:26 დაამარცხა. გვაქვს შანსი, რომ შარშანდელი შედეგი გავაუმჯობესოთ და ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ, თუმცა უმთავრესი ისაა, რომ 2018 წელს კვლავ ელიტაში ვიქნებით (ჩემპიონატს შოტლანდია მასპინძლობს) და 20-წლამდელთა ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ ვითამაშებთ.

პრესკონფერენცია

ილია მაისურაძე (მთავარი მწვრთნელი): „გასაგებ მიზეზთა გამო, ტურნირის დასაწყისიდანვე გათვლა მე-4 მატჩზე გვქონდა და ვიცოდით, რომ მის მოსაგებად მაქსიმუმი უნდა გაგვეკეთებინა.

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მხოლოდ მეორედ ვიღებთ მონაწილეობას და ცხადია, რომ უპირველესი მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნება იყო. ჯგუფურ ეტაპზე ძალიან ძლიერი მეტოქეები გვერგო, ამდენად, შეჯიბრზე ძალების გადანაწილებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

მატჩი ცუდად ნამდვილად არ დაგვიწყია, ფაქტობრივად, საწყისი 20 წუთი ვდომინირებდით და კარგი შეტევები გქვონდა, თუმცა, განსაკუთრებით დაცვით ხაზში ხარვეზებიც შეინიშნებოდა. არგენტინელებმა ეს ჩინებულად გამოიყენეს და რამდენიმე ეპიზოდში ლელოსთან ახლოს იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ მთელი მატჩის განმავლობაში წინ ვიყავით და ალბათ, მეტი ქულის გაკეთებაც შეგვეძლო, თუმცა, მთავარია, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა და ვერავინ იტყვის, რომ ეს დაუმსახურებელი იყო. მატჩის მიწურულს აფრასიძის მიერ გატანილმა ჯარიმამ ამოგვასუნთქა. კარში დარტყმა მანამდეც შეიძლებოდა, თუმცა ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ ლელოზე გვეთამაშა. არგენტინამ განვლილ მატჩებში დიდი ენერგია დახარჯა, მათ მოთამაშეებს დიდი სათამაშო დრო დაუგროვდათ და გახშირებული ჯახებით მათი დაღლა გვსურდა.

ასეთ მეტოქესთან წარმატება დიდი სტიმულია და ბიჭებს ეს დამატებით ენერგიას შესძენს. მომდევნო მატჩისთვის მათ 1-2 დღეს აუცილებლად დავასვენებ და შემდეგ ირლანდიასთან შეხვედრისთვის დავიწყებთ მზადებას”.

ილია სპანდერაშვილი (კაპიტანი): „დღეს დავამტკიცეთ, რომ დანარჩენ თამაშებშიც შეიძლებოდა წარმატების მიღწევა. მაგრამ ჩვენ არ გვქონდა სათანადო გამოცდილება, ეს გამოცდილება სწორედ განვლილ სამ შეხვედრაში მივიღეთ და შედეგიც სათანადო დადგა“.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

თბილისი. მიხეილ მესხი. 5000 მაყურებელი

საქართველო – არგენტინა 26:25 (23:11)

საქართველო: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ბეჟან გავაშელიშვილი, 12. გიორგი კვესელაძე, 11. დავით მესხი, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე; 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ლევან პაპიძე, 3. ლაშა ტაბიძე, 4. ბექა საღინაძე, 5. კობა ჯიმშელეიშვილი, 6. თორნიკე ჯალაღონია, 7. ილია სპანდერაშვილი (კაპ.), 8. არსენ მაჩალაძე.

მარქაფა: 16. ლევან ჭავჭავაძე, 17. უშანგი ჭეიშვილი, 18. გურამ პაპიძე, 19. ლაშა ჯაიანი, 20. ალექსანდრე კალმახელიძე, 21. ლუკა დვალიშვილი, 22. გიორგი წიკლაური, 23. ბექა მამუკაშვილი.

2 ლელო: საღინაძე, სპანდერაშვილი

2 გარდასახვა: აფრასიძე

4 ჯარიმა: აფრასიძე

Rugby.Ge

მსგავსი სიახლეები
რაგბი

გოჩა სვანიძის განცხადება, რუსეთის რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე

დღეს, 19 ივლისს, რუსეთის რაგბის ფედერაციამ გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის ნაკრები საქართველოს ნაკრების […]...
წაკითხვა
რაგბი

17 წლის ქართველი მორაგბე, რეზი თაბაგარი გარდაიცვალა

სარაგბო კლუბ “არწივების” მოთამაშე, 17 წლის რეზი თაბაგარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია გუშინ […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსულმა კლუბმა ორ ქართველ მორაგბეებს თვალის ჟესტის გამო კონტრაქტი გაუწყვიტა

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის სარაგბო ჩემპიონატის კლუბ “სლავას” ქართველმა მოთამაშეებმა რეზი ბროძელმა და საბა ილურიძემ […]...
წაკითხვა
რაგბი

დღის ფოტო: რა ხდება ტოკიოს ქუჩებში?

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრებიც […]...
წაკითხვა
რაგბი

ბრიტანელ მორაგბეს მუხლი ამოუვარდა, შემდეგ ჩაისვა და თამაში გააგრძელა (ვიდეო)

ბრიტანული “ჰალის” მორაგბე ჯო ვესტერმანმა სუპერ ლიგაში, “ჰალ კინგსტონ როვერსთან” გამართულ შეხვედრაში მებრძოლი ხასიათი გამოავლინ...
წაკითხვა
რაგბი

მსოფლიო თასისთვის 43 მორაგბე მოემზადება

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის 43 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან. რაზმში 26 […]...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგი ზურაბ ჟვანიაზე: “ის არ არის იმ ფორმაში, რომ ნაკრებში იყოს”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა ზურაბ ჟვანიას საკითხზე კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
რაგბი

“ცუდია, რომ სარაგბო სამყაროში ვიღაცის ინტერესები გადამწყვეტია” – ზურაბ ჟ

უახლოეს ხანებში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატისათვის გაფართოებული შემადგენლობა უნდა [&hellip...
წაკითხვა
რაგბი

თედო აბჟანდაძის ჟესტი აქციაზე დაზარალებულთა მხარდასაჭერად (ვიდეო)

22 ივნისს, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილისათვის მატჩში იტალის დაუპირისპირდა და 17:29 დამარცხდა. […]...
წაკითხვა
რაგბი

მომავალ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფი ცნობილია

2019 წლის 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მე-9 ადგილისათვის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ფიჯი 12:8 დაამარცხა, რითაც […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო U20 – ფიჯი U20 – ბოლო წუთები (ვიდეო)

17 ივნისს, მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე, მე-9 ადგილისათვის ნახევარფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ფიჯის დაუპირისპირდა. შეხვედრა ძალიან [&hell...
წაკითხვა
რაგბი

გულშემატკივრები მამუკა გორგოძის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას სთხოვენ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გულშემატკივართა ნაწილი გუნდის ყოფილი კაპიტნის, მამუკა გორგოძის ნაკრებში დაბრუნებას ითხოვს. ინტელექტუალური თამაშის [&hel...
წაკითხვა
რაგბი

ზელანდიელთა ჰაკა საქართველოს 20-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ (ვიდეო)

4 ივნისს, მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამართა. უმცროსი ბორჯღალოსნები ახალ ზელანდიას […]...
წაკითხვა
რაგბი

სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდაშანაულოდ ცნო

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის საქმეში, რამაც გამოიწვია […]...
წაკითხვა
რაგბი

ვიტო კოლელიშვილი: “რაგბიდან არ წავსულვარ”

ბორჯღალოსანი ვიტო კოლელიშვილი, ტვინის შერყევების სიმრავლიდან გამომდინარე იძულებული გახდა, რომ ერთწლიანი შესვენება აეღო და შესაბამისად, 2019 წლის მსოფლ...
წაკითხვა