21-წლამდე ნაკრებს ხარაბაძე და ლაკვეხველიანი გამოაკლდნენ
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვეიცარიაში ჩავიდა და ვინტერთურის სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიში ჩაატარა.
გია ცეცაძის გუნდი შვეიცარიელებთან 11 ოქტომბრის მატჩს დანაკლისით ხვდება – გუნდს ტრავმების გამო ლუკა ლაკვეხელიანი და ლევან ხარაბაძე გამოაკლდნენ. მათ ნაცვლად მთავარმა მწვრთნელმა საბურთალოელი იური ტაბატაძე და ტორპედოელი ვახტანგ ნებიერიძე გამოიძახა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 6 ქულით ევროშესარჩევ ჯგუფს ლიდერობს, შვეიცარიას კი 3 ქულა აქვს მარაგში.
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი), გიორგი ჩოჩიშვილი (დილა, გორი)
მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), თორნიკე ძოწენიძე (თელავი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), დავით კობოური (დინამო, თბილისი), ლაშა უგრეხელიძე (სიონი, ბოლნისი), იური ტაბატაძე (საბურთალო, თბილისი), ვახტანგ ნებიერიძე (ტორპედო, ქუთაისი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი)
ნახევარმცველები: პაატა კიტეიშვილი (რუსთავი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი, თბილისი), გიორგი კუცია (დილა, გორი), ნიკა ნინუა (დინამო, თბილისი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი)
თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), გიორგი არაბიძე (ადანასპორი, თურქეთი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა, გორი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო, თბილისი), ბექა ქავთარაძე (რუსთავი)