ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ისლანდიელებთან სათამაშოდ 24 ფეხბურთელი გამოიძახა, თუმცა ეროვნული ლიგის მესამე ტურის შემდეგ შემადგენლობაში კორექტივების შეტანა მოუხდა – ტრავმების გამო 21-წლამდელებს “საბურთალოს” მცველი ცოტნე ნადარაია და “ლოკომოტივის” ფლანგელი ირაკლი კომახიძე გამოაკლდნენ. მათ ნაცვლად გია გეგუჩაძემ შეკრებაზე თბილისის დინამოელი დავით კობოური და მარტვილის “მერანის” მცველი ანდრო გიორგაძე მიიწვია.
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი), ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი);
მცველები: გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), აკაკი შულაია (მერანი), რომან ჩაჩუა (შუქურა), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო), დავით კობოური (დინამო), ანდრო გიორგაძე (მერანი);
ნახევარმცველები: გიორგი ზარია (დინამო), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (სიონი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა);
თავდამსხმელები: გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ბექა მიქელთაძე (დინამო), რომან ჭანტურია (ემპოლი, იტალია), ლუკა იმნაძე (საბურთალო).