21-წლამდელები შვედ თანატოლებთან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდნენ
3 ივნისს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2017-ის შესარჩევ მატჩში შვედეთს დაუპირისპირდა. უდევალაში გამართული შეხვედრა უხვგოლიანი და დრამატული გამოდგა. ანგარიში 27-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს, პენალტი ზუსტად ოლსონმა შეასრულა. ჩვენმა გუნდმა წონასწორობის აღდგენა მალევე მოახერხა, 35-ე წუთზე ბაჩანა არაბულმა გამოიჩინა თავი. პირველი ტაიმი ფრედ 1-1 დასრულდა.
შეხვედრის მეორე ნახევარი ორმხრივი შეტევებით განახლდა. შვედები მატჩის მიწურულს დაწინაურდნენ, 77-ე წუთზე გოშაძის კარი კრაფტმა აიღო. დარჩენილ დროში გია გეგუჩაძის გუნდი არ მოეშვა და 89-ე წუთზე გოლის გატანაც მოახერა. წონასწორობა ოთარ კიტეიშვილმა აღადგინა. ჯვაროსნებმა ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლეს და მსაჯის მიერ კონპენსირებულ მე-5 წუთზე ლარსონმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
ევრო შესარჩევის მორიგ მატჩს საქართველოს 21-წლამდე ნაკრები კვლავ სტუმრად ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 1 სექტემბერს გაიმართება.
შვედეთი U21 – საქართველო U21 3-2
უდევალა, რიმნერსვალენი
შვედეთი U21: ერლანდსონი, კრაფტი (87’ სუნდბერგი), ვალქვისტი, ნილსონი, კონატე, ტანკოვიჩი, ფრანსონი, ოლსონი (კ), ზენელი (90’ ლარსონი), ენგვალი, მობერგ-კარლსონი (62’ გუსტავსონი)
მთ. მწვრთნელი: ჰაკან ერიქსონი
საქართველო U21: გოშაძე, გეგეჭკორი, მარგველაშვილი, ჩაბრაძე, გვილია, გოროზია, არაბული (72’ შენგელია), კაჭარავა (80’ ზივზივაძე), კიტეიშვილი (კ) (90’ თევზაძე), ცნობილაძე, ხარაიშვილი
მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაზე
მსაჯები: მარკუს ჰამეტერი, როლანდ რიდელი, როლანდ ბრაუნშმიდი, ჯულიან ვინბერგერი (სათადარიგო)
გაფრთხილება: 20’ ვალქვისტი, 26’ ჩაბრაძე, 54’ არაბული
გოლები: 1-0 ოლსონი (27), 1-1 არაბული (35), 2-1 კრაფტი (77), 2-2 კიტეიშვილი (89), 3-2 ლარსონი (90)
სფფ-ს პრესსამსახური