21-წლამდელები შვედეთისთვის ემზადებიან
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვედეთშია და 3 ივნისს დაგეგმილი ევროშესარჩევი მატჩისთვის ემზადება.
გია გეგუჩაძის გუნდი გიოტებორგის მახლობლად მდებარე ქალაქ უდევალაში, სასტუმრო “რივერსაიდში” დაბინავდა. ამავე ქალაქის სტადიონზე 3 ივნისს, თბილისის დროით 21:45 საათზე ქართველი 21-წლამდელები მასპინძელთა წინააღმდეგ ითამაშებენ.
გია გეგუჩაძეს მატჩამდე ორჯერადი ვარჯიშები აქვს დაგეგმილი, მათ შორის კი თეორიულ მეცადინეობებს უტარებს ფეხბურთელებს. ვარჯიშები ძირითადად ტაქტიკური ხასიათისაა და გუნდშიც კარგი განწყობაა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 18 ფეხბურთელია. გუნდს ბოლო მომენტში ტრავმის გამო გამოაკლდა გერმანული “ვერდერის” ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც თბილისში დარჩა.
მეკარეები: ოთო გოშაძე (საბურთალო), ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი);
მცველები: გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ჯიმი ტაბიძე (გენტი, ბელგია), დაჩი ცნობილაძე (სამტრედია), ლევან გეგეჭკორი (შუქურა), თორნიკე კირკიტაძე (ჩიხურა), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გიორგი თევზაძე (დინამო);
ნახევარმცველები: გიორგი გოროზია (სტაბეკი, ნორვეგია), ვალერიან გვილია (მინსკი, ბელარუსი), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ოთარ კიტეიშვილი (დინამო), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო);
თავდამსხმელები: ლევან შენგელია (ტუბიცე, ბელგია), ნიკა კაჭარავა (როსტოვი, რუსეთი), ბაჩანა არაბული (დინამო), ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია).
სფფ-ის პრესსამსახური