21-წლამდელები – სტუმრად შოტლანდიაში, შინ – სლოვაკეთთან
14 და 18 ნოემბერს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები უეფას 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ მატჩებს გამართავს.
14 ნოემბერს, ჩვენი ნაკრები შოტლანდიასთან, სტუმრად ითამაშებს. 18 ნოემბერს კი, გორში, „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზე სლოვაკებს ვუმასპინძლებთ.
მოახლოებული ორი თამაშისთვის, ნაკრების თავკაცმა – ალექსანდრე ჩივაძემ ჯამში 24 ფეხბურთელს უხმო. ამათგან, 18 ფეხბურთელი შოტლანდიაში გაემგზავრება; რამდენიმე მათგანი კი, გუნდს საქართველოში, სლოვაკეთთან თამაშის წინ შეუერთდება.
მეკარეები: გიორგი ნადირაძე („სპარტაკი“, ცხინვალი), კახა მეშველიანი („ზესტაფონი“), გაბრიელ თებიძე („ლოკომოტივი“, თბილისი)
მცველები: არჩილ ტვილდიანი („სიონი“, ბოლნისი), მამუკა კობახიძე („დილა“, გორი), სოლომონ კვერკველია („რუბინი“ ყაზანი, რუსეთი), თედო გრიგალაშვილი („ზესტაფონი“), დავით უბილავა („ტორპედო“, ქუთაისი), ნიკა კვეკვესკირი („სპარტაკი“, ცხინვალი)
ნახევარმცველები: ნიკა ძალამიძე („იაგელონია“, პოლონეთი), გიორგი პაპავა („დინამო“ თბილისი), ლაშა პარუნაშვილი („სიონი“, ბოლნისი), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), მერაბ გიგაური („ტორპედო“, ქუთაისი), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (ორივე „ჩიხურა“, საჩხერე), დავით კირკიტაძე („მეტალურგი“, რუსთავი), ჯანო ანანიძე („როსტოვი“, რუსეთი)
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე („ორჰუსი“, დანია), გიორგი ჭანტურია („ვიტესი“, ჰოლანდია), გიორგი ფანცულაია („ტორპედო“, ქუთაისი), გიორგი ქვილითაია („დილა“, გორი), ლაშა ჩაფიძე („სპარტაკი“, ცხინვალი), გიორგი ილურიძე („ჰაიდუკ სპლიტი“, ხორვატია)
ახალგაზრდული ნაკრები შოტლანდიაში 11 ნოემბერს გაემგზავრება. პირდაპირ ადგილზე ჩავლენ ჩვენი ლეგიონერები. მატჩი კი, გლაზგოსთან ახლომდებარე პატარა ქალაქ პეისლიში, სტადიონ „Saint Mirren Park“ – ზე გაიმართება.
სფფ-ის პრესსამსახური