21 წლის შემდეგ ისტორიული ფინალი: “სამგურალი” VS “გაგრა”
დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2 ფინალისტი გაირკვა. ფინალში ერთმანეთს ეროვნული ლიგა 2-ის მონაწილეები, წყალტუბოს “სამგურალი” და “გაგრა” დაუპირისპირდებიან.
“სამგურალმა” საჩხერის “ჩიხურა” 2-0 დაამარცხა. გოლები პაპუნა ფონიავამ და სერგო კუხიანიძემ გაიტანას. “ჩიხურას” რიგებში 3 რუსი იყო ძირითადში, თუმცა 2 მათგანი მეორე ტაიმში შეიცვალა.
“გაგრა” – “საბურთალოს” ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, ფრედ დასრულდა დამატებითი დროც და პენალტების სერიაში “გაგრამ” მეტოქე 4-2 დაამარცხა. ახალგაზრდა დავით კერესელიძემ 1 ბურთი აიღო, 1-იც კი თემურ გაბუნიამ ააცილა.
“სამგურალი” თასის ფინალში ბოლოს 21 წლის წინ, 1999 წელს იყო. “გაგრა” კი ყოველთვის თასის გუნდია.
საქართველოს თასის ფინალის თარიღი უახლოეს დღეებში დადგინდება.
სამგურალი 2:0 ჩიხურა
პაპუნა ფონიავასა და სერგო კუხიანიძის გოლებიPosted by FC Samgurali official on კვირა, 08 ნოემბერი, 2020