ფინალი: 19-წლამდე ბორჯღალოსნების შემადგენლობა პორტუგალიის წინააღმდეგ
ხვალ, 1 ნოემბერს ლისაბონში მიმდინარე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართება, სადაც ევროპის მოქმედი ჩემპიონი საქართველოს ნაკრები მასპინძელ პორტუგალიას ეთამაშება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატის ფინალის სთრიმი >>>
ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა მეოთხედფინალში ჰოლანდიის ნაკრები 55-3, ხოლო ნახევარფინალში რუსეთის თანატოლთა ნაკრები 41-5 დაამარცხეს. პორტუგალიელმა 19-წლამდელებმა კი, ჯერ ბელგიელებს მოუგეს 38-5, ხოლო ნახევარფინალში ესპანელების 14-8 ძლევით გავიდნენ. შეგახსენებთ, რომ ტურნირი ასევე 2015 წლის მსოფლიო ახალგაზრდული ალაფის შესარჩევის სტატუსს ატარებს.
დღეს, 31 ოქტომბერს ჩვენმა ნაკრებმა კაპიტნის ვარჯიში გამართა. ზურაბ ამონაშილმა, 19-წლამდელების ერთ-ერთმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ბიჭები ფინალისთვის მზად არიან. მისი თქმით: „გავაანალიზეთ ჩვენი და პორტუგალიელების წინა მატჩები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინ ტურნირის ყველაზე რთული მატჩი გველის. საკმაოდ ძლიერ მოწინააღდეგესთან გვაქვს ფინალი, რომელსაც საკუთარ კედლებში თამაშის უპირატესობა ექნება. რაც მთავარია, ბიჭები მობილიზებულნი არიან და ხვალინდელ მატჩზე ფიქრობს.“
კაპიტნის ვარჯიშის შემდეგ სამწვრთნელო შტაბმა სამატჩო შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ნახევარფინალში მიღებული ტრავმების გამო რამოდენიმე ცვლილების განხორციელება გახდა საჭირო. კერძოდ კი, რუსეთთან მატჩში მუხლი დაიზიანა შერკინების ბურჯმა – ბექა კაკაბაძემ, რის გამო მან მარქაფაში გადაინაცვლა. მაჯის ძველი ტრავმა გაუმიზეზდა ფულბეკ ირაკლი სვანიძეს, რომელსაც ასევე მარქაფაში ვიხილავთ. სასიამოვნო ინფორმაციაა ბესიკ ბარბაქაძესთან მიმართებაში. როგორც მოგეხსენებათ, მან ჰოლანდიასთან მხარი დაიზიანა და ნახევარფინალის გამოტოვება მოუწია. დღეს კი, მან სრულფასოვნად ივარჯიშა.
2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი
საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:
შერკინება
1. ნიკა ნეფარიძე, 2. ბადრი ალხაზაშვილი (კაპ), 3. გიორგი მელიქიძე, 4. თორნიკე ზოიძე, 5. ოთარ გიორგაძე, 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 7. დავით პაპავაძე, 8. ბექა გორგაძე
ღერძი
9. ვასილ ლობჟანიძე, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი
ხაზი
11. დავით გულიტაშვილი, 12. ბადრი ლიპარტელიანი, 13. გიორგი კოშაძე, 14. იოსებ კიკვაძე, 15. რატი შანიძე,
მარქაფა
16. თორნიკე მატარაძე, 17. გიორგი ტორაძე, 18. ბექა კაკაბაძე, 19. როლანდ კვაჭაძე, 20. ბესიკ ბარბაქაძე, 21. ბადრი დანგაძე, 22. თემურ თუთბერიძე, 23. გიორგი ბაბუნაშვილი, 24. ანზორ სიჭინავა, 25. ირაკლი სვანიძე
Rugby.GE