იტალია: მე-15 ტურის მიმოხილვა
Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიის სერია A-ს მე-15 ტურის მიმოხილვას.
იუვენტუსი – სამპდორია
ტურინში გამართულმა დაპირისპირებამ გამარჯვებულის გამოვლენა ვერ შეძლო. ლიდერთა ჯგუფშ მყოფი გუნდების შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
ანგარიშის გახსნა მასპინზლებმა მატჩის დებიუტში მე-12 წუთზე პატრის ევრას გოლით მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ ფრანგისთვის ეს პირველი შედეგიანი დარტყმა იყო ტურინულ კლუბში გადაბარგების შემდეგ. სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა მეორე ტაიმის დებიუტში შეძლეს. 51-ე წუთზე გაბიადინიმ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ჯენოა – რომა
დაძაბულ შეხვედრას უმასპინძა გენუამ, სადაც “ჯენოას” “რომა” ესტუმრა. ტურინში პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ორივე გუნდის უშუალო კონკურენტებმა დაკარგეს ქულები, თუმცა ამით მხოლოდ “რომამ” ისარგებლა.
გარსიას გუნდმა შეხვედრა მინიმალური ანგარიშით მოიგო. გადამწყვეტი გოლი შესვენებამდე 5 წუთით ადრე რაჯა ნაინგოლანმა გაიტანა. მანამდე კი მასპინძები პერინის გაძევების გამო კაცნაკლულები დარჩნენ.
ამ გამარჯვებით “რომამ” ლიდერ “იუვენტუსთან” სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა. “ჯენოას” კი ქულების რაოდენობით “სამპდორია” და “ლაციო” გაუთანაბრდნენ. მესამე პოზიციაც სწორედ ხსენეებული ტრიო ინაწილებს.
მილანი – ნაპოლი
საინტერესო გამოდგა მილანში გამართული მნიშვნელოვანი დაპირისპირება, რომელიც მასპინძელთა დამაჯერებელ გამარჯვებით დასრულდა.
ინძაგის შეგირდებმა ანგარიში მატჩის დებიუტში გახსნეს. მე-6 წუთზე მენეზმა ეფექტური გარღვევა ზუსტი დარტყმით დაასრულა და ტაიმიც “მილანის” გამარჯვებით დასრულდა. “ნაპოლიმ” საკუთარ კარში სწრაფი გოლი მეორე ნახევრაშიც მიიღო. 52-ე წუტზე მეტოქის კარი ბონავენტურამ დალაშქრა.
მილანელებმა ამ გამარჯვებით მეექვსე პოზიციაზე გადაინაცვლეს და ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან.
ტურის ყველა მატჩი
14.12 | 21:00 | ჩეზენა | 1:4 | ფიორენტინა | დაწვრილებით | |||
13.12 | 21:00 | პალერმო | 2:1 | სასუოლო | დაწვრილებით | |||
13.12 | 23:45 | ლაციო | 3:0 | ატალანტა | დაწვრილებით | |||
14.12 | 15:30 | იუვენტუსი | 1:1 | სამპდორია | დაწვრილებით | |||
14.12 | 18:00 | უდინეზე | 1:2 | ვერონა | დაწვრილებით | |||
14.12 | 18:00 | პარმა | 0:0 | კალიარი | დაწვრილებით | |||
14.12 | 18:00 | ჯენოა | 0:1 | რომა | დაწვრილებით | |||
14.12 | 23:45 | მილანი | 2:0 | ნაპოლი | დაწვრილებით | |||
15.12 | 22:00 | ემპოლი | 0:0 | ტორინო | დაწვრილებით | |||
15.12 | 23:59 | კიევო | 0:2 | ინტერი | დაწვრილებით |