საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებს გენერალური სპონსორი ჰყავს
საქართველოს 14-წლამდე კალათბურთელთა ნაკრების გენერალური სპონსორი კომპანია “სახალხო აფთიაქი” გახდა, რომელიც საქართველოს კალათბურტის ეროვნულ ფედერაციასთან უკვე თანამშრომლობს – კომპანია საკალათბურთო სუპერლიგის პარტნიორი გასული წლიდანაა.
დღეიდან, კალათბურთის ფედერაციისა და “სახალხო აფთიაქსი” თანამშრომლობა სანაკრებო დონეზეც გადავიდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დღეს მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ხელი ფედერაციის პრეზიდენტმა მიეილ გაბრიჩიძემ და “სახალხო აფთიაქსი” გენერალურმა დირეაქტორმა, არჩილ მორჩილაძემ მოაწერეს.
მიხეილ გაბრიჩიძე: “სახალხო აფთიაქთან ურთიერთობა შარშან გაზაფხულზე დავიწყეთ. ჩვენი თანამშრომლობა კარგად ვითარდება. აქედან გამომდინარე, კომპანიამ გამოთქვა სურვილი გამხდარიყო საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრების გენერალური სპონსორი.
ფედერაციისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდული სპორტის განვითარებაა. იმედი მაქვს, ეს წამოწყება სხვა კომპანიებისთვის მაგალითი იქნება და ისინიც გვერდში დაუდგებიან ქართულ კალარბურთს. ჩვენი კალათბურთელები დღეს მოსკოვში მიემგზავრებიან. მინდა მათ წარმატებები ვუსურვო.”
არჩილ მორჩილაძე: “ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ 14-წლამდე ნაკრების გენერალური სპონსორი. კალათბურთის ფედერაციასთან ვთანამშრომლობთ. ვართ სუპერლიგის პარტიორები. ჩვენი პროდუქტი ახალგაზრდა მოთამაშეებს დაეხმარება, რომ მათ წარამტებით დაიცვან ჩვენი ქვეყნის სახელი.”
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიხეილ გაბრიჩიძემ არჩილ მორჩილაძემ საჩუქრად საქართველო ნაკრების მაისური გადასცა.