24 ნოემბერი დინამოს ისტორიაში
24 ნოემბერს, დინამო თბილისი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეცამეტე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე, გასული სეზონის ვერცხლისპრიზიორ გორის დილას უმასპინძლებს. დინამო არენაზე მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. 24 ნოემბერს ჩვენ გუნდს 5 ოფიციალური მატჩი (4 უმაღლეს ლიგაში / 1 სსრკ პირველობაზე) აქვს გამართული, საიდანაც დინამომ 4 შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა, 1 თამაში კი – ფრედ. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება თბილისელთა სასარგებლოდ 14:4-ზე არის.
24 ნოემბერს ჩვენმა გუნდმა ეროვნულ ასპარეზზე პირველი ოფიციალური შეხვედრა 1994 წელს გამართა. დინამო თბილისმა გასვლით შეხვედრაში თერჯოლის საპოვნელა სამბურთიანი სხვაობით – 5:2 დაამარცხა. საპოვნელას კარში ორ-ორი გოლი გაიტანეს ალექსანდრე იაშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა, ერთი გატანილი ბურთი კი მურთაზ შელია გამოირჩა.
2001 წლის 24 ნოემბერს დინამო არენაზე თბილისური დერბი გაიმართა. ჩვენმა გუნდმა ლოკომოტივს უმასპინძლა. დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა.
2007 წლის 24 ნოემბერს დინამო თანაქალაქელ ლოკომოტივს ესტუმრა. დაპირისპირება ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 2:1 დასრულდა. რკინიგზელთა კარში ორივე გოლი გიორგი მერებაშვილმა გაიტანა.
2012 წლის 24 ნოემბერს დინამომ გორის დილას უმასპინძლა. შეხვედრა ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა. გორელთა კარში გოლები გიორგი მერებაშვილმა, არჩილ ტვილდიანმა და ლევან ხმალაძემ გაიტანეს.
24 ნოემბერს ჩვენმა გუნდმა სსრკ პირველობაზე 1939 წელს იმჟამინდელი ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგის) დინამოს უმასპინძლა. მატჩი თბილისელი ფეხბურთელების გამარჯვებით – 4:1 დასრულდა. მეტოქის კარში ორი გატანილი გოლით გაიოზ ჯეჯელავა გამოიტჩა. თითო ბურთი კი ბორის პაიჭაძემ და ვიქტორ ბერეჟნოიმ გაიტანეს.
FCDinamo.GE