240 000 ფრანგი ფანი შვეიცარიასთან მატჩის თავიდან ჩატარებას ითხოვს
28 ივნისს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგთის ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 3:3 დასრულდა, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც გამარჯვება შვეიცარიელებმა მოიპოვეს.
გამოცემა “მარკას” ინფორმაციით, 240 000-ზე მეტმა ფანმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც საფრანგეთი-შვეიცარიის მატჩის თავიდან ჩატარებას ითხოვს.
ფრანგი ფანების ნაწილი აპროტესტებს იმას, რომ მბაპეს თერთმეტმეტრიანისას იან ზომერმა კარის ხაზი ნაადრევად დატოვა, რითაც თამაშის წესები დაარღვია. შვეიცარიელმა მეკარემ ფრანგ თავდამსხმელს პენალტი აუღო. სწორედ ამის გამო ითხოვენ ისინი შეხვედრის თავიდან გამართვას.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ნაკრები დღეს ევრო 2020-ის მეოთხედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება.
Great save form Sommer! Gotta feel sorry for Mbappé though, it’s a tough thing to miss a penalty! Congratulations to the Swiss team on beating France #EUROS2020 pic.twitter.com/KyrWchemu6
— MissDumbledory (@MissDumbledory) June 28, 2021