25-27 აპრილს ლიცენზირების კომიტეტი კლუბების განაცხადებს განიხილავს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საკლუბო ლიცენზირების განყოფილებასთან არსებულმა სალიცენზიო კომისიამ დაასრულა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 12 და პირველი ლიგის 5 კლუბის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა.
შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბებს ყველა სავალდებულო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა 3 აპრილს ამოეწურათ.
25-27 აპრილს ლიცენზირების კომიტეტი განიხილავს კლუბების განაცხადებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას 2014-2015 წლების საფეხბურთო სეზონზე უეფას და ეროვნული ლიცენზიების გაცემის შესახებ.
კლუბები შემდეგი გრაფიკით გაივლიან სალიცენზიო კომიტეტს:
25 აპრილი
11:15სთ „დინამო თბილისი“, „ზესტაფონი“, „სიონი“
13:45სთ „მეტალურგი“, „ჩიხურა“, „გურია“
15:45სთ „შუქურა“, „გაგრა“, „დინამო“ ბ.
26 აპრილი
11:15სთ „ვიტ ჯორჯია“, „ტორპედო“, „დილა“
13:45სთ „სპარტაკი“, „ზუგდიდი“, „მერანი“
15:45სთ „სამტრედია“, „კოლხეთი 1913“
ამასთანავე წარმოგიდგენთ სალიცენზიო კლუბების სრულ სიას მათი დამფინანსებლების მითითებით:
- გურია „ლანჩხუთი“ – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
- ქობულეთის „შუქურა“ – ქობულეთის მუნიციპალიტეტი, შპს „კრისტალი“;
- ბოლნისის „სიონი“ – ბოლნისის მუნიციპალიტეტი
- გორის „დილა“ – გორის მუნიციპალიტეტი
- ზუგდიდის „ზუგდიდი“ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
- რუსთავის „მეტალურგი“ – რუსთავის მეტალურგიული ქარხანა
- სამტრედიის „სამტედია“ – არ წარმოუდგენია დოკუმენტაცია დაფინანსების შესახებ;
- მარტვილის „მერანი“ – ფრიდონ ინჯია
- გაგრის „გაგრა“ – ბესიკ ჩიხრაძე
- „ვიტ ჯორჯია“ – გურამ რუხაძე
- ზესტაფონის „ზესტაფონი“ – ილია კოკაია
- თბილისის „დინამო“ – შპს რუსთავის აზოტი
- ფოთის „კოლხეთი“ – ლიბერთი ბანკი
- ქუთაისის „ტორპედო“ – გაურკვეველია კლუბის დამფინანსებლის ვინაობა;
- ცხინვალის „სპარტაკი“ – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია
- საჩხერის „ჩიხურა“ – სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
- ბათუმის „დინამო“ – ბათუმის მერია
სფფ-ის პრესსამსახური