26 ოქტომბერი „დინამოს“ ისტორიაში
დინამო თბილისი 26 ოქტომბერს უმაღლესი ლიგის მეათე ტურის შეხვედრას ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს. აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბერს თბილისურ გუნდს 9 ოფიციალური წაუგებელი მატჩი ( 3 ეროვნულ ასპარეზზე / 6 სსრკ პირველობაზე ) აქვს გამართული. 4 მოგება და 5 ფრე – გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 19:8 არის.
ეროვნულ ასპარეზზე 26 ოქტომბერს დინამომ პირველი ოფიციალური შეხვედრა 1992 წელს ჩაატარა. ჩვენმა გუნდმა თბილისში წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა. დაპირისპირება საყაიმო ანგარიშით – 2:2 დასრულდა. დინამოელთაგან მეტოქის კარში გატანილი გოლებით გელა ინალიშვილი და მიხეილ ყაველაშვილი გამოირჩნენ.
1995 წლის 26 ოქტომბერს ჩვენმა გუნდმა საშინაო მატჩი თელავის კახეთის წინააღმდეგ ჩაატარა. ჩვენმა გუნდმა მეტოქეს ექვსბურთიანი სხვაობით – 7:1 სძლიეს. აღნიშნულ მატჩში სამი ბურთი გაიტანა კახი გოგიჩაიშვილმა, დუბლი შეასრულა ალექსანდრე იაშვილმა, თითო გოლი კი გოჩა ჯამარაულის და ლევან ცქიტიშვილის ანგარიშზეა.
2011 წლის 26 ოქტომბერს დინამომ მასპინძლის რანგში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაგრა მშრალი ანგარიშით – 3:0 დაამარცხა. მეტოქის კარში ორი გოლი დინამოს ესპანელმა ლეგიონერმა, ჩისკო მუნიოსმა გაიტანა, ერთი ბურთი კი მისივე თანამემამულის კარლეს კოტოს აქტივშია.
1957 წლის 26 ოქტომბერს თბილისში ჩვენმა ფეხბურთელებმა კიეველ თანაკლუბელებს უმასპინძლეს. შეხვედრა დინამოს სტადიონზე გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა.
1964 წლის 26 ოქტომბერს დნამომ გასვლითი მატჩსი ალმა ატაში გამართა. ჩვენი გუნი ადგილობრივ კაირატს დაუპირისპირდა. მატჩი საყაიმო ანგარიშით – 0:0 დასრულდა.
1969 წლის 26 ოქტომბერს დინამოელებმა დონის როსტოვის სკა სტუმრად მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხეს. მეტოქის კარში გამარჯვების მომტანი გოლი ლევან ნოდიამ გაიტანა.
1975 წლის 26 ოქტომბერს ჩვენმა გუნდმა კიევის დინამოს უმასპინძლა. მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა. უკრაინული კლუბის კარში გოლი ვლდიმერ გუცაევმა გაიტანა.
1980 წლის 26 ოქტომბერს ჩვენმა ფეხბურთელებმა სტუმრად, მოსკოველი თანაკლუბელების წინააღმდეგ იასპარეზეს. მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა. მოსკოველთა კარში გოლი რევაზ ჩელებაძემ გაიტანა.
თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი