დიაბიმ “არსენალი” დატოვა
29 წლის აბუ დიაბიმ “არსენალი” დატოვა. ტრავმების გამო ფრანგმა უკრანასკნელ ორ სეზონში მხოლოდ ორჯერ ითამაშა.
დიაბისთან განშორების შესახებ “არენალმა” ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით შეატყობინა საზოგადოებას.
“დიაბი ძალიან ნიჭიერი ნახევარმცვლეია. სამწუხაროდ, მან თავის წარმოჩენა მძიმე ტრავმიების გამო ვერ შეძლო” – ნათქვამია ვებგვერდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლონდონურ კლუბში გატარებულ 9 სეზონში დიაბის ტრავმების გამო 225 კვირა გაუცდა.