მოსათელად ექსეთერის ქვიშრობზე
“ბორჯღალოსნები” მსოფლიო თასისთვის რომ იწრთობიან შევარდენზე, ნამიბიასთან მათი მომავალი რკენის ადგილას, ექსეთერში ახლავე მიემგზავრება “შვიდკაცა”, რათა ევროპის “გრან პრის” ბოლო ეტაპზე მოითელოს რეგიონული რეპეშაჟისთვის.
ნამიბიას მსოფლიო თასის ბოლო პულურ მატჩში 7 ოქტომბერს, ღამით (ჩვენებურად 23.00) ვერაგბებით. ექსეთერის მზარდმა კლუბმა, “ჩიფსმა” პრემიერშიპში მეხუთე ადგილი დაიჭირა და ნოემბრიდან ევროპის “ჩემპიონთა თასზე” ითამაშებს, მაგრამ დევონშირში რაგბი ისე უყვართ, რომ ეგეც ეცოტავებათ და შუა ზაფხულში სანაკრებო შვიდკაცას მასპინძლობენ.
ასპარეზობა საგრაფოს მთავარ სტადიონზე, “სენდი პარქზე” (ქვიშრობი) მოეწყობა. “რაგბი ევროპა” ახლაც გეგმავს სთრიმის გამართვას >>> “დეილი მოუშენზე”, მაგრამ თუ წინა, ლიონის ეტაპის დარად, ისევ დააღალატა ტექნიკამ ფანობა, სათადარიგო ვარიანტები ციმციმ გამოჩნდება სთრიმთა კატალოგებში, რაკი შეჯიბრს თვით “სქაი” გადმოსცემს ცოცხლად.
ევროპის “გრან პრი“ III ეტაპი |
ექსეთერი (ინგ) @ საქართველოს დროით |
საქართველო – |
შაბ 11/07 | 15.36 | რუსეთი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
17.56 | ბელგია | 0:0 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
21.00 | უელსი | 0:0 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
კვი 12/07 | 14.50 – | 15.36 (1/4ფ) | 0:0 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
15.58 – | 18.48 (1/2ფ) | 0:0 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
19.10 – | 21.40 (ფ) | 0:0 |
მიზანი – ლისაბონის სამეული
საქართველოს შვიდკაცამ ივნისში, მოსკოვშიცა და ლიონშიც, ფიალა მოიპოვა – 12 გუნდში მეცხრე ადგილი დაიჭირა, რაც ვერაფერი შედეგია. ამით რიოში, 2016 წლის ოლიმპიადაზე, პირდაპირ გასვლის შანსი დავკარგეთ, მაგრამ საგაისო, 16–გუნდა, მსოფლიო რეპეშაჟში მოხვედრა კი კიდევ შეგვიძლია.
საამისოდ ექსეთერის ტურნირიც მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ, აქედან ერთი კვირის თავზე კი, ლისაბონში, გამსვლელ სამეულში მოსახვედრად ჩვენი მეტოქეები იქნებიან ესპანეთი ან რუსეთი, გერმანია,მასპინძელი პორტუგალია, ბელგია, ლიტვა და მეორის ჯგუფის გამარჯვებული ირლანდია, ვინაც შვიდკაცას ისევ შეხედა მოწყალე თვალით და შერჩევაში სულ ბოლო დონიდან ჩაება.
# | ევროპის გრან პრი 2015 | ჯამი | 1 | 2 | 3 | |||||||||||||||||
1 | რ |
საფრანგეთი |
40 |
20 |
20 |
– | ||||||||||||||||
2 | მ |
ესპანეთი |
34 |
16 |
18 |
– | ||||||||||||||||
3 | + |
რუსეთი |
28 |
18 |
10 |
– | ||||||||||||||||
4 | = |
ინგლისი |
26 |
14 |
12 |
– | ||||||||||||||||
5 | + |
გერმანია |
24 |
10 |
14 |
– | ||||||||||||||||
6 | + |
პორტუგალია |
20 |
12 |
8 |
– | ||||||||||||||||
7 | + |
ბელგია |
19 |
3 |
16 |
– | ||||||||||||||||
8 | = |
უელსი |
10 |
8 |
2 |
– | ||||||||||||||||
9 |
+ |
ლიტვა |
9 | 6 | 3 | |||||||||||||||||
10 | + |
საქართველო |
8 |
4 |
4 |
– | ||||||||||||||||
10 | + |
იტალია |
8 |
2 |
6 |
– | ||||||||||||||||
12 | + # |
რუმინეთი |
2 |
1 |
1 |
– | ||||||||||||||||
|
სამი სიახლე
ლიონის აქეთ ჩვენს 12–ეულში (თუკი ნომერთა ცვლას არად ჩავაგდებთ) სამად სამი სიახლეა: მოკეთდა შვიდკაცის დიდოსტატი გიორგი “გოშა” შკინინი; დაგვემატნენ დავით “ლუი” ლოსაბერიძე და მეთიუ ჯანიც.
ტფილელი პაპის, ბეცალელ ჯანაშვილის ოქსფორდელი ჩამომავლის სანაკრებო დებიუტი წინა ეტაპზე უნდა შემდგარიყო, მაგრამ “მსოფლიო რაგბმა” სულ ბოლო მომენტში უეცრად პასპორტი მოგვთხოვა. მას აქეთ “მათე ბიჭმა” საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ამით ოლიმპიურ ქარტიაში ჩაწერილი ბოლო პირობაც დააკმაყოფილა.
# | საქართველოს შვიდკაცა ექსეთერი 2015 |
1 |
ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი) |
2 |
ნიკო აფციაური (ყოჩები) |
3 |
ანზორ სიჭინავა (აკადემია) |
4 |
ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები) |
5 |
შავლეგ მახარაშვილი (ყოჩები) |
6 |
ირაკლი გეგენავა (ყოჩები) |
7 |
გიორგი შკინინი (ლოკომოტივი) |
8 |
ბახვა კობახიძე (ბათუმი) |
9 |
მეთიუ ჯანი ოქსფორდი (ინგლისი) |
10 |
ლადო მიმინოშვილი (ბათუმი) |
11 |
დავით ლოსაბერიძე (აია) |
12 |
იოსებ კიკვაძე (აია) |
Rugby.GE