მოსათელად ექსეთერის ქვიშრობზე

თარიღი: ივლისი 11, 2015

“ბორჯღალოსნები” მსოფლიო თასისთვის რომ იწრთობიან შევარდენზე, ნამიბიასთან მათი მომავალი რკენის ადგილას, ექსეთერში ახლავე მიემგზავრება “შვიდკაცა”, რათა ევროპის “გრან პრის” ბოლო ეტაპზე მოითელოს რეგიონული რეპეშაჟისთვის.

ნამიბიას მსოფლიო თასის ბოლო პულურ მატჩში 7 ოქტომბერს, ღამით (ჩვენებურად 23.00) ვერაგბებით. ექსეთერის მზარდმა კლუბმა, “ჩიფსმა” პრემიერშიპში მეხუთე ადგილი დაიჭირა და ნოემბრიდან ევროპის “ჩემპიონთა თასზე” ითამაშებს, მაგრამ დევონშირში რაგბი ისე უყვართ, რომ ეგეც ეცოტავებათ და შუა ზაფხულში სანაკრებო შვიდკაცას მასპინძლობენ.

7-კაცას ვარჯიშის ფოტოები >>>

ასპარეზობა საგრაფოს მთავარ სტადიონზე, “სენდი პარქზე” (ქვიშრობი) მოეწყობა. “რაგბი ევროპა” ახლაც გეგმავს სთრიმის გამართვას >>> “დეილი მოუშენზე”, მაგრამ თუ წინა, ლიონის ეტაპის დარად, ისევ დააღალატა ტექნიკამ ფანობა, სათადარიგო ვარიანტები ციმციმ გამოჩნდება სთრიმთა კატალოგებში, რაკი შეჯიბრს თვით “სქაი” გადმოსცემს ცოცხლად.

ევროპის გრან პრი   III ეტაპი
ექსეთერი (ინგ) @ საქართველოს დროით

საქართველო –

შაბ 11/07 15.36 რუსეთი

0:0

17.56 ბელგია 0:0
21.00 უელსი 0:0
# მ-წ სხვ
1 სფრ 0–0

=0

4

გერ 0–0

=0

7

პორ

0–0

=0

12 რუმ 0–0

=0

# მ-წ სხვ
2 ესპ 0–0

=0

5 ინგ 0–0

=0

8 იტა 0–0

=0

10 ლიტ 0–0

=0

# მ-წ სხვ
3 ბელ 0–0

=0

6 რუს 0–0

=0

9 საქ 0–0

=0

11 უელ 0–0

=0

კვი 12/07 14.50 – 15.36  (1/4ფ) 0:0
15.58  18.4 (1/2ფ) 0:0
19.10 – 21.40  (ფ) 0:0

მიზანი – ლისაბონის სამეული

საქართველოს შვიდკაცამ ივნისში, მოსკოვშიცა და ლიონშიც, ფიალა მოიპოვა – 12 გუნდში მეცხრე ადგილი დაიჭირა, რაც ვერაფერი შედეგია. ამით რიოში, 2016 წლის ოლიმპიადაზე, პირდაპირ გასვლის შანსი დავკარგეთ, მაგრამ საგაისო, 16გუნდამსოფლიო რეპეშაჟში მოხვედრა კი კიდევ შეგვიძლია.

საამისოდ ექსეთერის ტურნირიც მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ, აქედან ერთი კვირის თავზე კი, ლისაბონში, გამსვლელ სამეულში მოსახვედრად ჩვენი მეტოქეები იქნებიან ესპანეთი ან რუსეთი, გერმანია,მასპინძელი პორტუგალია, ბელგია, ლიტვა და მეორის ჯგუფის გამარჯვებული ირლანდია, ვინაც შვიდკაცას ისევ შეხედა მოწყალე თვალით და შერჩევაში სულ ბოლო დონიდან ჩაება.

# ევროპის გრან პრი 2015 ჯამი 1 2 3
1

საფრანგეთი

40

20

20

2

ესპანეთი

34

16

18

3 +

რუსეთი

28

18

10

4 =

ინგლისი

26

14

12

5 +

გერმანია

24

10

14

6 +

პორტუგალია

20

12

8

7 +

ბელგია

19

3

16

8 =

უელსი

10

8

2

9

+

ლიტვა

9 6 3
10 +

საქართველო

8

4

4

10 +

იტალია

8

2

6

12 + #

რუმინეთი

2

1

1

ეტაპი ვადა ადგილი    გადის 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე
    გადის 2016 წლის მსოფლიო რეპეშაჟში
+    გადის 2015 წლის რეგიონულ რეპეშაჟში, საიდანაც
 სამი მოწინავე გავა მსოფლიო რეპეშაჟში
=    ოლიმპიურ შერჩევაში არ მონაწილეობს

#    2016 წლისთვის ვარდება “გრან პრიდან”
1 67/06 მოსკოვი (რუს)
2 1314/06 ლიონი (სფრ)
3 1112/07 ექსეთერი (ინგ)
+ 1819/07 ლისაბონი (პორ)

სამი სიახლე

ლიონის აქეთ ჩვენს 12ეულში (თუკი ნომერთა ცვლას არად ჩავაგდებთ) სამად სამი სიახლეა: მოკეთდა შვიდკაცის დიდოსტატი გიორგი “გოშა” შკინინი; დაგვემატნენ დავით “ლუი” ლოსაბერიძე და მეთიუ ჯანიც.

ტფილელი პაპის, ბეცალელ ჯანაშვილის ოქსფორდელი ჩამომავლის სანაკრებო დებიუტი წინა ეტაპზე უნდა შემდგარიყო, მაგრამ “მსოფლიო რაგბმა” სულ ბოლო მომენტში უეცრად პასპორტი მოგვთხოვა. მას აქეთ “მათე ბიჭმა” საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ამით ოლიმპიურ ქარტიაში ჩაწერილი ბოლო პირობაც დააკმაყოფილა.

# საქართველოს შვიდკაცა
ექსეთერი 2015

1

ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი)

2

ნიკო აფციაური (ყოჩები)

3

ანზორ სიჭინავა (აკადემია)

4

ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები)

5

შავლეგ მახარაშვილი (ყოჩები)

6

ირაკლი გეგენავა (ყოჩები)

7

გიორგი შკინინი (ლოკომოტივი)

8

ბახვა კობახიძე (ბათუმი)

9

მეთიუ ჯანი ოქსფორდი (ინგლისი)

10

ლადო მიმინოშვილი (ბათუმი)

11

დავით ლოსაბერიძე (აია)

12

იოსებ კიკვაძე (აია)

Rugby.GE

 

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ქართული წყვილის “აჭარული” ყინულზე – ტრიუმფით დასრულებული გრან პრი (ვიდეო

ფიგურული ციგურაობის ქართულმა წყვილმა იტალიის ქალაქ ტურინში გამართული გრან პრი ტრიუმფით დაასრულეს. მარია კაზაკოვამ და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ბექაური: “გაუგებრობა იყო, არაფერი არ მომხდარა”

ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა პოლიციის მხრიდან მისი ცემის ფაქტი უარყო. ტელეკომპანია პირველთან სატელეფონო საუბარში ახალგაზრდა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ბექაური: “შემათრიეს ოთახში, ათზე მეტი იყვნენ, მაგინებდნენ და მირტყამდნენ”

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. 19 წლის სპორტსმენის თქმით, მას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ანონსი – კრივის საღამო

8 დეკემბრიდან თბილისში პროფესიონალური კრივის საღამოები ახლდება. Boxing Group Promotion-ის ორგანიზებითა და საქართველოს პროფესიონალური კრივის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორ მაკგრეგორი ბრუნდება! ირლანდიელის მორიგი ბრძოლის თარიღი ცნობილია

ირლანდიელი მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი UFC-ის უბრუნდება. 31 წლის სპორტსმენი UFC 246-ის ეგიდით, ლას ვეგასში ამერიკელ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ჩვეულებრივი ლაწირაკი ბავშვები” – ზაზა ნადირაძე ივანიშვილის ხატით აქციაზ

რამდენიმე დღეა, პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით თბილისში აქციები მიმდინარეობს. ახალგაზრდების ნაწილმა გადაწყვიტა, რომ პროტესტი ...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორ გამოიყურება რუსი ტანმოვარჯიშე, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრი გახდა (ფოტო)

ტანმოვარჯიშე მარია ხარენკოვა ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია. მან გასულ ზაფხულს საქართველოს მოქალაქეობა მიიღო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ფედერერი – ზვერევის დაპირისპირებამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ESPN-ის მიერ დადასტურებული ცნობის თანახმად, მექსიკაში ჩატარებულ ფედერერისა და ზვერევის დაპირისპირებას საჩოგბურთო მატჩისთვის რეკორდული ოდენობის [&helli...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხელბურთი. მორიგი მატჩები სენაკის სპორტის სასახლეში

მორიგი მატჩები გაიმართა ხელბურთელ გოგონათა და ჭაბუკთა ჩემპიონატზე. უფროსი ასაკის ჭაბუკთა ჩემპიონატში 13 გუნდია და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჰაკუჰოს ჟესტი ტამავაშისთან შეხვედრაში (ვიდეო)

17 ნოემბერს, კიუშუ ბაშოს მე-8 დღეს ლეგენდარული ჰაკუჰო ტამავაშის დაუპირისპირდა და მეტოქე დაამარცხა. იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

სამწუხარო ინფორმაცია: ტოჩინოშინი კიუშუ ბაშოზე ვეღარ იასპარეზებს

უცხოურ პრესაში ქართველი სუმოისტის, ტოჩინოშინის, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ლევან გორგაძემ ბოლო ორთაბრძო...
წაკითხვა
სხვადასხვა

მარიო და სონიკი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

ვიდეო თამაშების და სპორტის მოყვარულთ თავშესაქცევად ახალი გასართობი აქვთ. ვიდეო თამაშების ცნობილმა იაპონურმა მწარმოებელმა Sega-მ […]...
წაკითხვა