მილთონ ჰეიგმა ბორჯღალოსნების 31 კაციანი სატურნირო რაზმი დაასახელა

თარიღი: სექტემბერი 3, 2015

2015 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე სულ რაღაც 17 დღე რჩება. 18 სექტემბერს მსოფლიოს უდიდესი სარაგბო ფორუმი ინგლისისა და ფიჯის მატჩით გაიხსნება, რომელიც ინგლისური რაგბის სახლად წოდებულ ‘თქვიქენჰემზე’ გაიმართება.

 

საქართველო მსოფლიო სარაგბო ხორუმში 19 სექტემბერს, ტონგასთან ძალზე პრინციპული და მნიშვნელოვანი მატჩით ჩაებმება. ჩვენი გუნდი ‘ც’ ჯგუფში ასპარეზობს, სადაც ტონგას გარდა არგენტინას, მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიას და ნამიბიას ეთამაშება. განრიგი სრულად >>> 

 

მზადების საწყისი ორი ფაზა

 

2015 წლის მსოფლიო თასისთვის მზადება ნაკრებმა წელიწად ნახევრის წინ დაიწყო, ხოლო უშუალოდ სატურნირო შეკრებებს ივნისის ბოლოს, წლევანდელი თბილისის თასის დასრულების შემდეგ შეუდგა.

 

ამ პერიოდის განმავლობაში ბორჯღალოსნებმა მზადების ორი ფაზა გაიარეს. პირველი ეტაპი სამ კვირიან ფიზ-მომზადებაზე ორიენტირებულ შეკრებას მოიცავდა, რომელიც შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გაიმართა. ბიჭებს ყოველდღიურად არაერთი დამღლელი ვარჯიშის შესრულება უწევდათ, ხოლო ამ პროცესს ინგლისის ნაკრების ყოფილი ფიზ-მომზადების მწვრთნელი ქელვინ მორისი, ბორჯღალოსნების სხვა ფიტნეს მწვრთნელებთან ერთად ხელმძღვანელობდა.

 

ფაზის დასრულების შემდეგ ნაკრებმა ერთი კვირა დაისვენა და მეორე ეტაპისთვის ჯერ შევარდენს დაუბრუნდა, ხოლო მოგვიანებით გუნდი პოლონეთში, ‘ცეტნიევოს ოლიმპიურ ბაზაზე’ გაემგზავრა. აქ უკვე  წრთობის კურსი კრიოთერაპიის თანხლებით მიმდინარეობდა – ბორჯღალოსნებს ყოველი ვარჯიშის შემდეგ 2–3 წუთიანი პროცედურა სპეციალურ კრიო–კამერებში უტარდებოდათ, სადაც ტემპერატურა მინუს 120 გრადუსია, და ამით ძალთა აღდგენა ჩქარდებოდა.

 

მესამე, დამაგვირგვინებელი ფაზა

 

24 აგვისტოს ბორჯღალოსნები ინგლისში გაემგზავრნენ, სადაც გუნდი მზადების მესამე ფაზას ‘სარის სპორტულ ცენტრში’ შეუდგა. ეს ეტაპი მთლიანად სარაგბო კომპონენტებს, ტექნიკას და ტაქტიკას დაეთმობა. ინგლისში სამწვრთნელო შტაბს სამი საკონტროლო (მსოფლიომდე გასახურებელი) მატჩი ჰქონდა დაგეგმილი. პირველი შეხვედრა 28 აგვისტოს, ინგლისის ‘ავივა პრემიერშიპის’ ‘ნიუქასლ ფალკონზსთან’ შედგა, რომელშიც მასპინძლებმა 27:7 გაიმარჯვეს.

 

მეორე საკონტროლო მატჩი ხვალ, 2 სექტემბერს ეშერში კანადის წინააღმდეგ გაიმართება (დას.22:45 სთ), ხოლო მესამე რკენაში ბორჯღალოსნები იაპონიას 5 სექტემბერს, გლოსთერში ‘ქინგსჰოლ სთედიუმზე’ შეხვდებიან (დას.19:45 სთ).

 

კონკურენტუნარიანი გუნდის მშენებლობა

 

წინ 2015 წლის მსოფლიო თასია – ტურნირი, რომელსაც 4 წლის განმავლობაში ველოდით. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მიზანს ჯგუფში ორი მატჩის მოგება წარმოადგენს, რომლის შემთხვევაშიც ავტომატურად მივიღებთ 2019 წლის მსოფლიოს საგზურს.

 

ამ მიზნის მისაღწევად ბორჯღალოსნებმა, სამწვრთნელო შტაბმა, სტაფმა და მენეჯმენტმა მზადების გრძელი, ხანგძლივი და დამღლელი გზა გავლეს, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. ამ პერიოდის განმავლობაში მწვრთნელები არც ექსპერიმენტებს შეუშინდნენ და ბევრი ახალბედა მორაგბეც გამოსცადეს. საბოლოოდ კი ჩამოაყალიბეს ის 31 კაციანი რაზმი, რომელიც მსოფლიო თასზე იასპარეზებს. აქვე გაცნობებთ, რომ ბორჯღალოსნებს მამუკა გორგოძე(ტულონი, ტოპ 14, საფ) უკაპიტნებს, ხოლო ვიცე-კაპიტანილაშა ხმალაძე (ლელო სარასენს, დიდი 10, საქ.) იქნება.

 

აღსანიშნავია, რომ სატურნირო შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ბურჯი ზურაბ ჟვანია(სტად ფრანსე, ტოპ 14, საფ.) და შუამარბი გიორგი ტალახაძე (ლელო სარასენს, დიდი 10, საქ.), მაგრამ ნიუქსლთან საკონტროლო შეხვედრაში ჟვანიამ იდაყვის, ხოლო ტალახაძემ საზარდულის ტრავმები მიიღეს. თავიდან სამედიცინო შტაბი ოპტიმისტურად იყო განწყობილი, მაგრამ მატჩიდან მესამე დღეს მიღებული საბოლოო დასკვნით დადგინდა, რომ ისინი გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებდნენ. მათ ნაცვლად სამწვრთნელო შტაბმა შერკინების კვაჭ, სიმონ მაისურაძეს (ვალანსი, ფედერალ 1, საფ.) და გარემარბ მურაზგიორგაძეს (არმაზი, დიდი 10, საქ.) უხმო.

 

მილთონ ჰეიგი:

 

„მსოფლიოზე გავალთ კონკურენტუნარიანი გუნდით, რომლის მშენებლობაც 2012 წელს დავიწყეთ. გუნდის სასელექციო პროცესი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა და საბოლოოდ იმ 31 მოთამაშეზე ჩამოვყალიბდით, რომლებიც ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

 

„მოლოდინისამებრ, გუნდი გამოცდილ და ახალგაზრდა მოთამაშეთა ნაზავს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მერაბ კვირიკაშვილისთვის და გიორგი ჩხაიძისთვის ეს ზედიზედ მე-4 მსოფლიო თასი იქნება.

 

„რაზმის სელექციისას ძალიან დიდხანს და ინტენსიურად ვბჭობდით. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, თითოეულ პოზიციაზე  კონკურენცია და შეცვლების დიდი სიღრმეები გვაქვს, გუნდში ზოგიერთი ძალიან კარგი მორაგბე ვერ მოხვდა. თუმცა, ისევე, როგორც ყველა დანარჩენმა მწვრთნელმა რაზმის დასახელებისას განაცხადა – მოთამაშეები, რომლებიც ვერ მოხვდნენ ჩვენთვის ძალიან დიდ ძალას წარმოადგენენ და ტრავმის შემთხვევაში შესაძლოა ძალიან დიდი როლის შესრულება მოუწიოთ.

 

„როგორც ადრე არაერთხელ განვაცხადეთ, დიდხნიანი, დამღლელი მზადებისა და სელექციის მიზანს წარმოადგენდა ‘მსოფლიოზე ყველაზე კარგად მომზადებული საქართველოს ნაკრებით წარდგენა’  და ვფიქრობ, რომ ამ მიზანს მივაღწიეთ.“

შემადგენლობა ფოტოებით >>>

ბორჯღალოსნების რაზმი 2015 წლის მსოფლიო თასზე

No სახელი და გვარი კლუბი დაბ ბრჯ მონაგარი
უკანა ხაზი [ბექები]
15 მერაბ კვირიკაშვილი მონლიუსონ [სფრ ფედ 1] 1983 84 12ლ 108გ 119ჯ 3ა [642ქ] 3სბ
15 ბექა წიკლაური ლოკომოტივი [საქ] 1989 20 2 11გ 15ჯ 2ა [83ქ]
15 გიორგი აფციაური ქუთაისის აია [საქ] 1994 8 :
14/11 სანდრო თოდუა ლელო სარასენს [საქ] 1987 48 5ლ 2სბ
14/12 თამაზ მჭედლიძე აჟენ [სფრ პრო დ2] 1993 29 4ლ
14/11 მურაზ გიორგაძე არმაზი [საქ] 1994 6
14/11 გიორგი ფრუიძე ქუთაისის აია [საქ] 1994 3 :
13/12 დავით კაჭარავა ენისეი კრასნოიარსკ [რუს] 1985 81 17ლ [4 კაპ] სბ
13/12 მერაბ შარიქაძე ორიაკ [სფრ პრო დ2] 1993 34 7ლ [1 კაპ]
10 ლაშა მალაღურაძე ბანიერ [სფრ ფედ 1] 1986 56 3ლ 27გ 22 3ა [144ქ] 2სბ
10 ლაშა ხმალაძე ლელო სარასენს [საქ] 1988

38

5ლ 4გ [33ქ]
9 გიორგი ბეგაძე ბოლნისის ყოჩები [საქ] 1986 34 2სბ
9 ვაჟა ხუციშვილი რუსთავის ხარები [საქ] 1993 19 :
9 ვასილ ლობჟანიძე არმაზი [საქ] 1996 5 :
შერკინება [ფორვარდები]
1 მიხეილ ნარიაშვილი მონპელიე [სფრ ტოპ 14] 1990 26 ლ სბ
1 კახა ასიეშვილი ბრივ [სფრ ტოპ 14] 1987 10
2 სიმონ მაისურაძე ვალანს [სფრ ფედ 1] 1986 32 სბ
2 შალვა მამუკაშვილი სეილ შარქს [ინგ პრემ] 1990 29 3
2 ჯაბა ბრეგვაძე ბოლნისის ყოჩები [საქ] 1987 27
3 დავით ზირაქაშვილი კლერმონ [სფრ ტოპ 14] 1983 48  9ლ [1 კაპ] 3სბ
3 დუდუ ქუბრიაშვილი სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] 1986 39

2ლ წბ სბ

3 ლევან ჩილაჩავა ტულონ [სფრ ტოპ 14] 1991 23 3ლ
4/8 გიორგი ჩხაიძე ლილ [სფრ ფედ 1] 1981 83 10ლ [1 კაპ] 6სბ
4/5 ლევან დათუნაშვილი ორიაკ [სფრ პრო დ2] 1983 69 3ლ [3 კაპ] 6სბ
4/5 გიორგი ნემსაძე ტარბ [სფრ პრო დ2] 1984

49

9ლ 3სბ
4/5 კოტე მიქაუტაძე ტულონ [სფრ ტოპ 14] 1991 34 2ლ 2სბ
7/8 მამუკა გორგოძე ტულონ [სფრ ტოპ 14] 1984 59  24ლ [2 კაპ] 4სბ
6/7 შალვა სუთიაშვილი მასი [სფრ პრო დ2] 1984 48  ლ [7 კაპ] 3სბ
6/7 ვიტო კოლელიშვილი კლერმონ [სფრ ტოპ 14] 1989 31 3ლ [1 კაპ] 2წბ 4სბ
6/7 გიორგი თხილაიშვილი ბათუმი [საქ] 1991 20 ლ სბ
8 ლაშა ლომიძე ბეზიე [სფრ პრო დ2] 1992 12 2ლ სბ

 

1/09 @ 12.40

Rugby.Ge



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

გიგა ჭიკაძე: “მე UFC-ის ჩემპიონი გავხდები!”

ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ სოციალურ ქსელ ტვიტერში მოკლე პოსტი დაწერა. “მე UFC-ის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძეს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება!

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ევროპის 2021 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოვლენა დაიწყო. იმისათვის, რომ ლაშა ტალახაძე კიდევ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
სხვადასხვა

დრეიკმა გეიჯის გამარჯვებაზე დიდი თანხა დადო, მაგრამ კვლავ წააგო

ცნობილი რეპერი დრეიკი აგრძელებს წარუმატებელი ფსონები განთავსებას. ამჯერად, დრეიკმა UFC-ის საჩემპიონო ბრძოლაში გეიჯი – ოლივეირას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჭარბწონიანი ამერიკელი, რომელიც ქართველ მებრძოლს დაუპირისპირდა (ვიდეო)

2007 წელს, შერეული ორთაბრძოლების ქართველი მებრძოლი თენგიზ თედორაძე ამერიკელ ჭარბწონიან ერიკ ეშს დაუპირისპირდა. ლონდონში გამართულ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა გამოიმუშავეს ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლით?

29 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობდა. ევროპის პირველობაზე საქართველოს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“მინი მაიკ ტაისონს ციხიდან უშვებენ” – რა ინფორმაცია ვრცელდება ხურციძის შ

როგორც პორტალი Gangsterismout წერს, 43 წლის ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს ციხიდან ვადაზე ადრე ათავისუფლებენ და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძე: “ერთ-ერთმა ქვეყანამ 10 მილიონი დოლარი შემომთავაზა”

ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში იმ შემოთავაზებებზე ისაუბრა, რომელიც მას სხვა ქვეყნებიდან [&helli...
წაკითხვა
სხვადასხვა

პირისპირ – ლაშა ბექაური ილია თოფურიასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს (ვიდეო)

UFC-ის მებრძოლი ილია თოფურია საქართველოში თანაგუნდელებთან ერთად ჩამოვიდა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ილია და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

სად დაიკარგა და რატომ აღარ ჩანს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური?

ლაშა ბექაური ოლიმპიური ოქროს მოგების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოებისთვის მთავარი მოქმედი პირი იყო, თუმცა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“აი, ეს არის საქართველოსა და ესპანეთის სახელოვანი ვაჟკაცი” – ილია თოფური

ილია თოფურია საქართველოში ჩამოვიდა და აეროპორტში მისი დახვედრის, ფანებთან და ოჯახთან შეხვედრის კადრები დადო. ასევე, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მოთამაშე ბუღალტერი, რომელმაც რენჯ-როვერი მოიგო და 150 ათასი ლარი გაათამაშა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რამდენიმე დღის განმავლობაში კითხავდა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ...
წაკითხვა
სხვადასხვა

“როგორ არ უნდა გიყვარდეს ეს კაცი” – სტერლინგმა ამერიკაში ინტერვიუს დროს

სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა ალჯამეინ სტერლინგმა რუსი პიოტრ იანის წინააღმდეგ ქამარი დაიცვა და მსაჯების გადაწყვეტილებით გაიამარჯვა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ამან მართლა დაიჯერა, რომ ხაჭაპურსა და მაწონს გავუგზავნი” – მერაბ დვალიშ

ალჯამაინ სტერლინმა საჩემპიონო ბრძოლაში რუსი პიოტრ იანი დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა. ალჯამაინის გუნდში მნიშვნელოვანი ადგილი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“მე სვანი ვარ, სტერლიანი!” – ალჯამეინ სტერლინგი პიოტრ იანთან გამარჯვების

9 აპრილს (საქართველოს დროით 10 აპრილს), ალჯამეინ სტერლინგმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამარი დაიცვა, მან რუსი […]...
წაკითხვა