27 წლის წინ საქართველოს ჩემპიონატის პირველი შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)

თარიღი: მარტი 30, 2017

დღეს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული დღეა.

1990 წელს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ, ნოდარ ახალკაცის მეთაურობით, გადაწყვიტა, რომ საქართველოს დამოუკიდებელი ჩემპიონატი უნდა ჰქონოდა. საბოლოოდ, დადგინდა, რომ ჩემპიონატს “საქართველოს უმაღლესი ჯგუფი” დარქმეოდა და მასში თვრამეტ გუნდს მიეღო მონაწილეობა.

იმავე წლის 30 მარტს ჩემპიონატის პირველი მატჩი შედგა. დაპირისპირება დღევანდელ ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე თბილისის “იბერიასა” (“დინამო”) და ფოთის “კოლხეთს” შორის გაიმართა და იგი მეგრელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. რაც არ უნდა კურიოზული იყოს, პირველი სეზონის სადებიუტო თამაშის ერთადერთი გოლი ავტოგოლი იყო: “თავის გამოჩენა” გელა კეტაშვილმა მოახერხა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ზვიად გამსახურდია და კათალიკოს პატრიარქი, ილია II. პირველმა მათგანმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა: “საქართველოს ძენო და სულნო, საყვარელო დანო და ძმანო, გილოცავთ ნანატრი დღის დადგომას, გილოცავთ ეროვნული ჩემპიონატის პირველ დღეს. ძვირფასო მეგობრებო ამ დღეს ქართული ფეხბურთი შემოუერთდა საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას და იგი ჩვენთან ერთად იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის. იმპერიული ძალების წინააღმდეგობის მიუხედავათ, ჩვენ გავიმარჯვეთ და მივაღწიეთ საქართველოს ფეხბურთის დამოუკიდებელი ფედერაციის გამოყოფას იმპერიული ფედერაციისგან. გაუმარჯოს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”

“იბერიას” შემადგენლობა: ხაპოვი, კეტაშვილი, ჭედია, რევიშვილი, კაჭარავა, გურული, ცხადაძე, არზიანი, ქეცბაია, ცაავა, გოგიჩაიშვილი.

იხილეთ ვიდეო

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ჰანდანოვიჩის კურიოზული შეცდომა “ტორინოსთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Inter 0-1 Torino (Belotti) scores after being gifted a goal by Handanovic pic.twitter.com/mYgQomFCxt […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანემ “ბაიერნში” პირველი ვარჯიში ჩაატარა (ვიდეო)

“მანჩესტერ სიტიდან” მიუნხენის “ბაიერნში” გადაბარგებულმა ლეროი სანემ გერმანული გუნდის შემადგენლობაში პირველი ვარჯიში ჩაატარა. შ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ავტომობილით მივიდა ედენ აზარი “რეალის” ვარჯიშზე (ფოტო)

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, ედენ აზარმა ახალი ავტომობილი შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელმა შემტევმა ლამბორგინიში 550 000 [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

იურგენ კლოპს გერმანიის ნაკრებში სურს მუშაობის გაგრძელება

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ძალების გერმანიის ნაკრებში გამოცდა გადაწყვიტა. ამ ინფორმაციას გერმანული ტაბლ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი იქნება “ლივერპულის” ფორმები 2020/21 წლების სეზონში (ფოტო)

პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფად მოგების შემდეგ, სოციალურ ქსელში “ლივერპულის” ახალი ფორმების დიზაინის ფოტოები ვრცელდება. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგაზე დისკვალიფიკაცია მოუხსნეს

“მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგის 2020/21 და 2021/22 წლების სეზონში თამაშის უფლება მისცეს. ამ ინფორმაციას კლუბისა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გაბრაზებული იყო, რადგან ვმარცხდებოდით” – პიოლი იბრაჰიმოვიჩის რეაქციაზე

12 ივლისს, იტალიის სერია A-ში “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა. 61-ე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბართომეუ: “მესი კარიერის დასრულება “ბარსელონაში” სურს”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი, ხოსე მარია ბართომეუ დარწმუნებულია, რომ ლიონელ მესი კლუბთან კონტრაქტს გაახანგძლივებს და კარიერას [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

შმეიხელი დე ხეას თამაშის სტილის შეცვლას ურჩევს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა, პიტერ შმეიხელმა, თავის მემკვიდრე დავიდ დე ხეას რჩევები მისცა და იწინასწარმეტყველა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სასულიერო პირმა მატჩის წინ მოსკოვის “ლოკომოტივის” კარი აკურთხა (ვიდეო)

12 ივლისს, რუსეთის პრემიერ ლიგაში მოსკოვის “ლოკომოტივმა” საკუთარ მოედანზე “უფა” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ლა ლიგაში გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტს გამოეხმაურა

12 წლიანი პაუზის შემდეგ, როცა 2008 წელს შოთა არველაძემ “ლევანტეს” მაისურით ლა ლიგაში ითამაშა, გიორგი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტეო ერნანდესის გოლი “ნაპოლის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Theo Hernandez’s goal against Napolipic.twitter.com/cT1CXjQ4GL — Milan Eye (@MilanEye) July 12, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – როცა ზაფხულის ცხელ ღამეს ელ-კლასიკოც გეზარება

ეროვნული ლიგის მე-5 ტურის ბოლო შეხვედრაში ქართული ელ-კლასიკო გაიმართა და სულ 2 მომენტი შეიქმნა. უკრაინელმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა

12 ივლისს, ესპანეთის ჩემპიონატში “ლევანტემ” საკუთარ მოედანზე ბილბაოს “ატლეტიკი” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. ეს […...
წაკითხვა