28 მაისს „კოკა-კოლას თასი 2018“-ის თბილისის ფინალი გაიმართება
28 მაისს მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე „კოკა-კოლას თასი 2018“-ის თბილისის ფინალის რეგიონის ფინალური შეხვედრები გაიმართება. ფინალურ შეხვედრებში გოგონათა და ვაჟთა ის გუნდები გამოვლინდებიან, რომლებიც გათამაშების საბოლოო ეტაპზე თასის მფლობელის ტიტულისათვის კვარიათში იბრძოლებენ.
16:00 საათზე, დღის ბოლო შეხვედრა შედგება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ და ფინალურ ეტაპზე გადასვლას მიულოცავენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, კოკა-კოლას გენერალური დირექტორი თემურ ჭყონია და კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.
დღის პირველი შეხვედრა 13:00 საათზე გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს თბილისის 99 და 207 საჯარო სკოლების ვაჟთა ნაკრები გუნდები დაუპირისპირდებიან.
სხვა შეხვედრების განრიგი:
ვაჟები
15:00 N174 – N165 საჯარო სკოლები
15:00 N130 – N31 საჯარო სკოლები
16:00 N146 – N186 საჯარო სკოლები
გოგონები
14:00 N169 – N175 საჯარო სკოლები
14:00 N158 – N146 საჯარო სკოლები
16:00 ფინალი
შეგახსენებთ, რომ კოკა-კოლას ეგიდით გამართულ სასკოლო ტურნირში, მთელი საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტი სკოლა და 10 000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.