ციფები ამბობენ: კატალონიელებმა 13-დან მხოლოდ 7 პენალტი გამოიყენეს, “არსენალი” კი “ტოტენჰემთან” ფავორიტია
გთავაზობთ უიექნდის ყველაზე საინტერესო მატჩების სტატისტიკურ მონაცემებს …
ეიბარი – ბარსელონა
- “ბარსა” ზედიზედ 35 მატჩია არ დამარცხებულა. ეს ესპანური ფეხბურთის ახალი რეკორდია.
2015/16 წლების სეზონში კატალონიელებმა 13-დან მხოლოდ 7 პენალტის გამოყენება შესძლეს.
ესპანური გუნდის რიგებში გატანილი გოლებით მესი რონალდუს გაუტოლდა (35)
რეალი – სელტა
მადრიდელები “სელტას” წინააღმდეგ ლა ლიგის ეგიდით მეასე მატჩს გამართვაენ (55 მოგება; 29 ფრე და 15 მარცხი)
“სელტას” წინააღმდეგ გამართულ 8 მატჩში რონალდუმ 13 გოლის გატანა შესძლო
ბოლო 5 მატჩში ზინედინ ზიდანის გუნდმა კარის მშრალად შენახვა ვერცერთხელ ვერ შეძლო
ბორუსია – ბაიერნი
ბავარიელებს 9 თვის შემდგომ შეუძლიათ პირველად წააგონ ზედიზედ ორი მატჩი
გასულ ტურში გვარდიოლას თავკაცობით “რეკორდმაისტერმა” მეასე გოლი გაუშვა
დორტმუნდელები ბუნდესლიგის ეგიდით გამართულ ბოლო 15 მატჩში არ დამარცხებულან
ლევანდოვსკიმ თავის ყოფილ გუნდს 3 ტურში 4 გოლი გაუტანა
ვალენსია – ატლეტიკო
17 მატჩია, რაც “ღამურები” გოლის გარეშე არ ტოვებენ მოედანს
“მესტალიაზე” გამართული ბოლო 12 მატჩიდან “როხიბლანკომ” მხოლოდ 1-ში მოახერხა გამარჯვების მოპოვება
“ვალენსიამ” სიმეონეს გუნდს ბოლო 3 მატჩში გაუტანა
“ტოტენჰემი” – “არსენალი”
2002 წლის ოქტომბრის შემდგომ “არსენალს” შეუძლია პირველად წააგოს ზედიზედ 4 მატჩი
პრემიერ ლიგის ბოლო 11 ტურში ჟირუმ მხოლოდ 1-ხელ შესძლო თავის გამოჩენა
ვენგერმა “ტოტენჰემს” 39-დან 33 მატჩი მოუგო
“მეთოფეებს” “უაით ჰართ ლეინზე” ზედიზედ ორჯერ 1987 წლის შემდგომ არ მოუგია