სოსიაშვილი: ”შანსებს 50-50-ზე ვაფასებ”

თარიღი: ივლისი 7, 2016

ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრის წინ, გორის “დილას” თავკაცმა, უჩა სოსიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა.

რას იტყვით ქ. გიუმრიზე და ასევე სტადიონის მინდვრის საფარი თუ მოგეწონათ.

„პირველ რიგში მოგესალმებით. რაც შეეხება ქალაქს, პირველად ვარ არამარტო გიუმრიში, არამედ სომხეთში და პირველი შთაბეჭდილება დადებითია, რაც შეეხება მინდვრის საფარს, იგი ძალიან კარგ მდგომარეობაშია.“

როგორც ვიცით, პირველი გამართული შეხვედრის შემდეგ, გულშემატკივრებს შორის მოხდა ინციდენტი, რას იტყვით ამის თაობაზე.

„ამ ინციდენტთან დაკავშირებით თამაშის დამთავრების შემდეგ გავიგე და უშუალოდ ვიყავი ამ პროცესში ჩართული, რათა გაგვერკვია თუ რა მოხდა. რათქმაუნდა ყველა ინციდენტი ცუდია, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში ხშირია გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება. ეს არამარტო ჩვენს გულშემატკივრებს ეხება, არამედ ისეთებს როგორიც ბარსელონას, რეალის და სხვა კლუბების გულშემატკივრები არიან.“

შანსებს როგორ აფასებთ?

„ჩვენ პირველ შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით გავიმარჯვეთ, თუმცა ვფიქრობ რომ წინ კიდევ ერთი თამაშია ჩასატარებელი და აქედან გამომდინარე შანსებს თანაბრად 50-50-ზე შევაფასებ.“

თქვენ ახალგაზრდა 26 წლის მწვრთნელი ბრძანდებით და საწვრთნელი კარიერის განმავლობაში გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეთ, თუ ფლობთ სამწვრთნელო PRO ლიცენზიას?

„მე მაქვს „A“ ლიცენზია, იქიდან გამომდინარე რომ პრო ლიცენზიის კურსების გავლამდე ჯერ სხვა ეტაპებია გასავლელი, ასე რომ დადგება ის დროც, როდესაც აუცილებლად პრო ლიცენზიის მფლობელი გავხდები.“

თქვენ საშინაო მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარი უკნიდან ითამაშეთ. ეს ტაქტიკური სვლა იყო, თუ მეტოქემ გაიძულათ ასე გეთამაშათ.

„უნდა გითხრათ, რომ პირველ დაპირისპირებაში ორივე გუნდმა შეტევითი სტილი აირჩია. ჩვენ პირველი ნახევრის ბოლოს გავიტანეთ გოლი და მეორე ტაიმში გუნდს კონტრშეტევებზე თამაში დავავალე, რის შედეგადაც კიდევ გვქონდა კარის აღების 2-3 მომენტი, თუმცა ერთ გოლზე მეტი აღარ გასულა.“

პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, რომელიმე ახალი ფეხბურთელი ხომ არ გყავთ დამატებული?

„ყველა ის ფეხბურთელი რომელმაც პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა სრულ მზადყოფნაშია და თითოეული მათგანი ემზადება დაპირისპირებისთვის.“

მეტოქე გუნდიდან რომელიმე ფეხბურთელს თუ გამოარჩევდით, რომელმაც ყველაზე მეტი ხიფათი შეგიქმნათ.

„ასე ერთი ფეხბურთელის გამორჩევა გამიჭირდება, შირაქი უფრო გუნდურ ფეხბურთს თამაშობს და რომელიმეს დასახელება სწორი არ იქნება.“

ხვალ წვიმა არის მოსალოდნელი და ასეთ ამინდში თუ გაგიჭირდებათ დასახული მიზნის მიღწევა.

„ჩვენ პირველ შეხვედრაშიც წვიმიან ამინში მოგვიწია თამაშის ჩატარება და ამას პრობლემა არ შეუქმნია, ასე რომ დღეს თითოეული ფეხბურთელი რომელიც მოედანზე იქნება მაქსიმუმს გააკეთებს შედეგის მისაღწევად.“

შეგახსენებთ, რომ „შირაქისა“ და „დილას“ დაპირისპირება 7 ივლისს 17:00 საათზე დაიწყება. ასევე იგეგმება ტელეტრანსლაცია ტელეკომპანია „თრიალეთის“ ეთერით, ხოლო ტექსტური რეპორტაჟი გორის „დილას“ ფეისბუქის გვერდზე განხორციელდება.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

პეტრ ჩეხი დიდ ფეხბურთს უბრუნდება?

პრემიერ ლიგის მკვიდრმა კლუბებმა 20 ოქტომბერს ინგლისის ჩემპიონატის მომდევნო ტურებისთვის განაცხადები წარადგინეს. სიურპრიზი შეგვხვდა ლონდონის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა: პირველი სათამაშო დღე (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა.   E […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კონტე: “მეცინება, როდესაც ამბობენ, რომ “რეალი” ფავორიტი არ არის”

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, ჩემპიონთა ლიგაზე “მიუნხენგლადბახთან” გასამართ მატჩამდე პრესკონფერენცია ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარკუს რეშფორდის გოლი “პარი სენ-ჟერმენის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Marcus Rashford's goal to make it 2-1#MUFC pic.twitter.com/uOsQUFNu3F — DILLINGER 👹 (@DillanMUFC) October […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტენ ჰაგი: “ლივერპული” მსოფლიოში საუკეთესო კლუბია, მაგრამ არა იდეალური”

ამსტერდამის “აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულთან” გასამართი მატჩის წინ პრესკონფერნეცია...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანსუ ფატი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

20 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ჯგუფურმა ეტაპმა აიღო სტარტი. კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ კედლებში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში კატალონიის “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე “ფერენცვაროშს” დაუპირისპირდა. შეხვედრაში ა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ირაკლი ნაკაიძე პსჟ-მანჩესტერის მატჩის დელეგატია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ღონისძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ნაკაიძე უეფა-ს დელეგატის სტატუსით უეფას ჩემპიონთა ლიგის [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბრუნო ფერნანდეშის პენალტი “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Bruno Fernandes gets his penalty ❤️#PSGMUN #UCL FOLLOW @LIVESTREAM_102 pic.twitter.com/g7RhxTXnPc — SportCentre (Livestream) [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერჟ გნაბრის კორონავირუსი დაუდასტურდა

მიუნხენის “ბაიერნის” გარემარბს, სერჟ გნაბრის კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ინფორმაციას ბავარიული კლუბი ავრცელებს. 25 წლის ფეხბურთელი [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბრუნო ფერნანდეშის რეაქცია, როცა გაიგო, რომ პსჟ-სთან მატჩში გუნდს ის უკაპიტნებს

დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენი” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება. მანჩესტერელებს ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ არის მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი?

მსოფლიოს ყველაზე მხცოვან პროფესიონალ ფეხბურთელად 74 წლის ეზელდინ ბაჰადერი აღიარეს, რომელიც ეგვიპტის რანგით მესამე დივიზიონის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგის რეკორდი – პირველი ნულოვანი ფრე დაფიქსირდა

პრემიერ ლიგის მე-5 ტურის ორშაბათი სათამაშო დღე “ვესტ ბრომვიჩისა” და “ბარნლის” დაპირისპირებამ გახსნა. შეხვედრა საკმაოდ [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაზე წყდება გული ყველაზე მეტად ვენგერს სამწვრთნელო კარიერაში?

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა მენეჯერმა არსენ ვენგერმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რაზე წყდება გული ყველაზე მეტად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელიას ფასი 3 მილიონით გაიზარდა – რა ღირს ხვიჩა?

გერმანულმა Transfermarkt-მა ფეხბურთელების სატრანსფერო თანხები განაახლა. საქართველოს ნაკრების გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი თითქმის ო...
წაკითხვა