3-7 და ორი წითელი ბარათი – “ატელტიკომ” მადრიდის “რეალი” გაანადგურა (ვიდეო)
მადრიდის “რეალმა” საერთაშორისო ჩემპიონთა თასის 2019 წლის გათამაშებაზე ასპარეზობა სამარცხვინო მარცხით განიცადა – მართალია ამხანაგურ მატჩში, მაგრამ ზინედინ ზიდანის გუნდი მაინც განადგურდა პრინციპულ მეტოქესთან, “ატლეტიკო მადრიდთან”.
მოედანზე საბრძოლო შემადგენლობით გამოსული მადრიდის “რეალის” განადგურება პირველივე წუთებიდან დაიწყო – დიეგო კოშტამ ანგარიში პირველივე წუთზე გახსნა ჟოაო ფელიშის საგოლე გადაცემით, რასაც მალევე “ატლეტიკოს” ახალწვეულის საგოლე გადაცემა მოჰყვა.
პირველ ტაიმში “ატლეტიკომ” კიდევ სამჯერ გაიტანა – თავი კორეამ ერთი გოლით (19′), ხოლო დიეგო კოშტამ ორით გამოიჩინა – (28′, 45′). “რეალმა” პირველ ტაიმში “ატლეტიკოს” ვერაფრით უპასუხა, რასაც კიდევ უარესი რამ დაემატა – ტრავმირებულთა რიგებს “ბლანკოსის” ბანაკში ლუკა იოვიჩი მიემატა.
მეორე ტაიმში “რეალს” შეცვლებმა დროზე მოუსწრო. 51-ე წუთზე დიეგო კოშტას უკვე შესრულებული ჰქონდა პოკერი. ნაჩომ 59-ე წუთზე ერთი გოლი გაქვითა, რასაც 65-ე წუთზე დიეგო კოშტას გაძევება მოჰყვა კარვახალთან ერთად. 70-ე წუთზე ვიტოლოს მიერ გატანილ გოლს “რეალმა” ბენზემასა (85′) და სანჩესის (89′) გოლებით უპასუხა.