3 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო – ბერძენ-რომაელების წარმატება უკრაინაში

თარიღი: მარტი 5, 2017

წარმატებით დაასრულა გამოსვლა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 3-4 მარტს კიევში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე სადაც 21 ქვეყნის ნაკრები იღებდა მონაწილეობას, ბექა როყვას და ოთარ ტატიშვილის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა ჯამში 7 მედალი მოიპოვა, მათგან 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

ტურნირის ჩემპიონები გოგა გოგიბერაშვილი (66), ბაკურ გოგოლი (75) და ზვიად პატარიძე (130) გახდნენ, ვერცხლის მედლები ლევან არაბულმა (130) და რამაზ ზოიძემ (71) მოიპოვეს, მესამე საპრიზო ადგილები კი დავით ჩხარტიშვილმა (66) და ზურაბ დათუნაშვილმა (80) დაიკავეს.

66 კგ-ის ფინალში გოგიბერაშვილმა სომეხი კარენ ასლანიანი დამაჯერებლად დაამარცხა 11-5. მანამდე კი 4 მეტოქე ჩამოიშორა, უკრაინელ ვიტალი ფულგაიევს 3-2, ბელარუს მიხაილ სიამინაუს 7-1, უკრაინელ დემის დემიანკოვს 2-1 და ნახევარფინალში თანაგუნდელ დავით ჩხარტიშვილის 8-0 მოუგო, ამ უკანასკნელმა კი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში უკრაინელი ფულგაევი 2-1 დაამარცხა.

75 კგ ბრწყინვალედ იასპარეზე ბაკურ გოგოლმა თავის საფინალო გზაზე 3 უკრაინელი მეტოქე ჩამოიცილა, არტიომ მატიაში 3-1, დმიტრო არაბაჯი 4-3, იევგენი პიშკოვი 2-0 დაამარცხა, ფინალში კი მოლდაველ მიხაილ ბრადუს მინიმალური უპირატესობით მოუგო 2-2.

უფროსებს შორის მორიგი ტიტული მოიპოვა ახალგაზრდა ლომად წოდებულმა ზვიად პატარიძემ ვინც ქართულ ფინალში ლევან არაბული 3-1 დაამარცხა, მანამდე კი ამავე ანგარიშით გაუსწორდა სომეხ ვაჩიკ ეგიზარიანს და შემდეგ გი მოლდაველ ალინ ალექსუცს მოუგო 2-1. ლევან არაბულმა თავის მხრივ ნახევარფინალში უკრაინის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე ოლექსანდრ ჩერნეცკი დაამარცხა.

71 კგ ზოიძემ მხოლოდ ფინალური დაპირისპირება დათმო დაძაბულ ბრძოლაში ირანელ ფარშად ბელფაკეჰთან 3-4, მანამდე კი ბელარუსი ვალერი პალენსკი 3-2 დაამარცხა, ნახევარფინალში კი 2:35 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 9-0 მოუგო უკრაინელ არტურ პოლიტაევს, ეს უფროსებს შორის აჭარელი ფალავანის მეორე მოპოვებული მედალია.

ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა (80) ზურაბ დათუნაშვილმა უკრაინელი იაროსლავ ფილჩაკოვი 3-1 დაამარცხა. მიმდინარე სეზონში ახალ წონით კატეგორიაში ეს დათუნაშვილის მეორე მედალია შეგახსენებთ რომ მიმდინარე წლის დასაწყისში მან პირველი გამარჯვება 80 კგ კატეგორიაში მოსკოვში “ივან პადუბნის” მემორიალზე მოიპოვა.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ბელგიელ ველომრბოლელს მამაკაცების გუნდში მუშაობაზე უარი “შეუფერებელი” ფოტოების

ბელგიელი ველომრბოლელი, ტარა გინსი, რომელმაც კარიერა უკვე დაასრულა, განაცხადა, რომ მას მამაკაცების ველომრბოლელთა კლუბში სპორტული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

‘ფეხბურთელი ხარ?’ – ხაბიბ ნურმაგომედოვი ჯანო ანანიძეს (ვიდეო)

MMA-ს ვარსკვლავმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა დუბაიში, მეგობრებთან და მოსკოვის “სპარტაკის” ფეხბურთელებთან ერთად ფეხბურთი ითამაშა. ყოფილ თანაგუნდ...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ფული ამ მიმებს ვერ წაშლის” – როგორ დასცინეს კონორს სოციალურ ქსელში

24 იანვარს, გამთენიისას UFC-ის სუპერვარსკვლავი, კონორ მაკგრეგორი, დასტინ პორიესთან გამართულ ბრუტალურ ორთაბრძოლაში დამარცხდა. სოციალურ ქსელში […...
წაკითხვა
სხვადასხვა

მაკგრეგორმა ხაბიბის “უპატივცემულო” კომენტარს მალევე უპასუხა

UFC-ის სუპერვარსკვლავი, კონორ მაკგრეგორი, დასტინ პორიესთან გამართულ ბრუტალურ ორთაბრძოლაში დამარცხდა. ირლანდიელი მებრძოლის მარცხს ხაბიბ ნურმაგომედოვი [...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხაბიბ ნურმაგომედოვის რეაქცია კონორ მაკგრეგორის მარცხზე

ხაბიბ ნურმაგომედოვი კონორ მაკგრეგორის დასტინ პორიესთან მარცხს გამოეხმაურა. დაღესტნელმა მებრძოლმა სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა. […...
წაკითხვა
სხვადასხვა

დასტინ პორიემ კონორ მაკგრეგორი დაამარცხა! (ვიდეო)

DUSTIN POIRIER 2ND ROUND KO ON CONOR MCGREGOR 🤯 #UFC257 pic.twitter.com/kJP2JqRjwX — DC (@DylansRawTake) January […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ვერონიკა ჰავლიკი – 14-გზის მსოფლიო ჩემპიონი კარატეში (ფოტო)

ვერონიკა ჰავლიკი პოლონელი სპორტსმენია, რომელიც კარატეში მსოფლიო ჩემპიონი 14-ჯერ გახდა....
წაკითხვა
სხვადასხვა

მაკგრეგორი – პორიე (პირისპირ დგომი)

A rematch destined to happen! 💎 @DustinPoirier vs 🇮🇪 @TheNotoriousMMA – tomorrow night on PPV! […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა მეისეი დაამარცხა – მე-3 გამარჯვება ჰაცუ ბაშოზე (ვიდეო)

ჰაცუ ბაშო, IX დღე ტოჩინოშინი – მეისეი ტოჩინოშინის ბალანსი: 3-6 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

დავით ხახალეიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს (ფოტო)

ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი, დავით ხახალეიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. დავით ხახალეიშვილი 11 იანვარს, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა გამოიმუშავეს ქართველმა ძიუდოისტებმა დოჰას მასტერსზე?

საქართველოს ნაკრებმა დოჰას მასტერსზე გამოსვლა დაასრულა. ქართველმა ძიუდოისტებმა ყატარში გამართულ ტურნირზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დღის ვიდეო – ქართველები ფინალის შემდეგ ფრანკ დე ვიტს ეხმარებიან (ვიდეო)

12 იანვარს, დოჰას მასტერსზე ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ნიდერლანდელი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა გამოიმუშავა ტატო გრიგალაშვილმა დოჰას მასტერსის მოგებით?

12 იანვარს, 81კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა დოჰას მასტერსი მოიგო. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე ოთხი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორ იქცეოდა უნგრელი ძიუდოისტი გრიგალაშვილის წინააღმდეგ – ქართველის პასუხი (ვიდეო)

დოჰას მასტერსის მეორე სატურნირო დღეს, 81კგ წონით კატეგორიაში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა მეორე რაუნდში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხაბიბ ნურმაგომედოვის სისწრაფე ფეხბურთის თამაშისას (ვიდეო)

შერეული ორთაბრძოლების ვარსკვლავმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ლეგენდარულ კლარენს ზეედორფთან და მეგობრებთან ერთად დუბაიში ფეხბურთი ითამაშა. ინტერნეტსივრცეში ...
წაკითხვა