არველაძე: ”ქაირათისა” და ”მაკაბის” დაპირისპირება ქართულ დერბიდ მოინათლა”
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თელ-ავივის “მაკაბი” სტუმრად ალმათის “ქაირათს” დაუპირისპირდება. შოთა არველაძისა და კახა ცხადაძის გუნდების მატჩი 14 ივლისს, თბილისის დროით 18:45 წუთზე გაიმართება.
”მაკაბის” მთავარმა მწვრთნელმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საკუთარი გუნდის შანსები შეფასა. შოთის თქმით, გარკვეული უპირატესობა მასპინძელ გუნდს აქვს.
”მაკაბის” მთავარი ყურადღება ”ქაირათთან” მატჩისკენაა მიმართული. ჩვენი მოწინააღმდეგის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მათ საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატის ნახევარი უკვე გავლილი აქვთ. ”ქაირათს” საკმაოდ კარგი შედეგები აქვს, ჩვენი მეტოქე კარგი გუნდია, რომელსაც ძალიან ძლიერი მწვრთნელი ჰყავს.
მიუხედავად ამისა, ეს გარემოებები ჩემი ფეხბურთელებისთვის არაფერს ცვლის. ჩვენ გველის ორი მატჩი, სადაც საკუთარი შესაძლებლობები უნდა დავამტკიცოთ.
”ქაირათისა” და ”მაკაბის” დაპირისპირება ქართულ დერბიდ მოინათლა.
კახას გუნდმა 12 მატჩში მოახერხა გამარჯვების მოპოვება, მე კი ჯერ მხოლოდ ორი მატჩი მოვიგე. თუმცა მე უკეთეს ფორმაში ვარ (იცინის).” – ამბობს შოთი.