ბათუმის ”დინამომ” ამხანაგურ მატჩში იმარჯვა
თურქულ შეკრებაზე მყოფმა ბათუმის ”დინამომ” მორიგი ამხანაგური მატჩი ”ანკარაგიუჯუს” წინააღმდეგ გამართა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.
”ანკარაგიუჯუსთან“ მატჩში ”დინამოელთ” მთავარმა მწვრთნელმა 21 ფეხბურთელი გამოსცადა. პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. ორჯერ ”დინამოელები” შოვნაძემ იხსნა – ბათუმელთა კიპერი ორივე შემთხვევაში მოწოდების სიმაღელზე აღმოჩნდა. ბათუმლებმა მეტოქის კართან არაერთი მომეტი შექმნეს, ჭკუასელი – გაბდოლინის კომბინაცია ყაზახის ლეგიონერის გატანილი გოლით დასრულდა, გვერდითმა მსაჯმა კი საკამათო სიტუაციაში თამაშგარე დააფიქსირა. თავის გამოჩენის შანსი ფოთელიძესაც ჰქონდა, თუმცა მეტოქის მცველი გადაეღობა. პირველ ნახევარი უგოლოდ მაინც არ დასრულებულა. ტაიმის მიწურულს ბათუმელებს ანკარელთა შეტევა მარცხენა ფლანგიდან გამოეპარათ და მეკარესთან პირისპირ დარჩენილ შემტევს გოლის გატანა არ გასჭირვებია.
მეორე ტაიმის 55-ე წუთიდან ”დინამოელთა” შემადგენლობაში ერთბაშად 10 ფეხბურთელი შეიცვალა, ბათუმელები სრულ უპირატესობას დაეუფლნენ. მარიანოვიჩი – თარხნიშვილის გათამაშებული კომბინაცია ამ უკანაკნელის ძლიერი დარტყმით დასრულდა. ბურთი ძელმა აისხლიტა. დინამოელთა მორიგი შეტევა, კვანტალიანი – ლობჯანიძე – ფონიავას ხელმძღვანელობით მარიანოვიჩს უნდა დაესრულებინა, თუმცა სერბი ბურთს ბოლო მომენტში ვერ შეწვდა. ფონიავას, კვანტალიანსა და ლობჯანიძეს თავის გამოჩენა მართებდათ, თუმცა ბოლო მომენტში ან ანკარელთა მეკარე ყოჩაღობდა ან ”დინამოელები” დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ.
შეხვდერის მესამოცე წუთზე გეგეჭკორის ბრწყინვალე გადაცემით ლობჯანიძემ ისარგებლა, მცველებს დაასწრო და ერთი-ერთზე დარჩენილს გოლის გატანა არ გასჭირვებია. 73 წუთზე ”დინამოელებმა” მეორე გოლი გაიტანეს. სუხიაშვილის ფლანგურ ჩაწოდებას ანკარელი მცველები იგერიებენ, ბურთი კვანტალიანს მიუვიდა, რომელმაც ბურთი უმალ გაისწორა და მეკარისგან შორეულ კუთხეში გადაგზავნა.
ამხანაგური მატჩი: დინამო 2 – 1 ანკარაგიუჯუ
გოლები: 0 – 1 37 წთ. 1 – 1 ლობჯანიძე (60 წთ.); 2 – 1 კვანტალიანი (73 წთ.)
დინამო: შოვნაძე (ტაკიძე 55 წთ.), ტვილდიანი (გეგეჭკორი 55 წთ.), ტეტუნაშვილი, ფოთელიძე (გოგიტიძე 55 წთ.), ქორიძე (სუხიაშვილი 55 წთ.), ვარშანიძე (თარხნიშვილი 55 წთ.), ქუთელია (მარიანოვიჩი 55 წთ.), კეკუა (ქავთარაძე 55წთ.), თევდორაძე (ფონიავა 55 წთ.), ჭკუასელი (კვანტალიანი 55 წთ.), გაბდოლინი (ლობჯანიძე 55 წთ.).